პორშე ისევ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია
საქართველო, თბილისი - 14:50 | 04.01.2024 ნანახია: 3521
პორშეს განვითარების ცენტრის ტესტდრაივერმა ლარს კერნმა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. Porsche Taycan-ის ახალი, სერიული წარმოების პროტოტიპით მან ლეგენდარულ სარბოლო ტრეკზე 7:07.55-წუთიანი წრე დააფიქსირა. ამ ოფიციალური შედეგით კი 2022 წლის აგვისტოს რეკორდი მთელი 26 წამით გააუმჯობესა. გასული წლის შედეგი ლარს კერნმა Performance-პაკეტით აღჭურვილი Taycan Turbo S Sport-ით აჩვენა.
კევინ გიკი, „ტაიკანის“ სერიული წარმოების ხელმძღვანელი: „26 წამი ავტოსპორტში ძალიან ბევრია. ლარსის მიერ დაფიქსირებული დრო, 7:07.55 წუთი, „ნორდშლაიფეზე“ სენსაციური მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ „პორშე ტაიკანმა“ ელექტროჰიპერქარების შედეგს მიაღწია. ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ ლარსმა რამდენიმე წრეზე ერთი და იგივე დრო აჩვენა!“

„შესაძლებლობის მაქსიმუმს ვეცადე და მაქსიმუმიც მივიღე“, - ეს ლარს კერნის სიტყვებია. რეკორდული წრეების დასაფიქსირებლად ნიურბურგინგის „ნორდშლაიფე“ ერთი დღით ექსკლუზიურად მის განკარგულებაში იყო. სატესტო ავტომობილი უსაფრთხოების კარკასითა და სარბოლო სავარძლებით აღიჭურვა.
Taycan Turbo S-ით 2022 წელს დამყარებულ რეკორდთან შედარებით, ახალი შედეგი გაცილებით უკეთესია. ახალი რეკორდის სრული Onboard-ვიდეო მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც „პორშე ტაიკანი“ გამოჩნდა, ის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი იყო 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.
Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური მოდელი. ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია — ელექტროძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში.
ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრული Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ — 2.8 წმ.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















