პორშეს ახალი სრულად ელექტრო მაკანი მსოფლიო პრემიერამდე ექსტრემალურ პირობებში გამოსცადეს
საქართველო, თბილისი - 17:47 | 12.01.2024 ნანახია: 2958
• პორშეს სრულად ელექტრო SUV-ის მსოფლიო პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება
• ელექტრო მაკანმა ტესტზე უკვე 3,5 მილიონი კილომეტრი გაიარა
Porsche Macan_ის ბაზარზე გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ბრენდი მოდელის ახალი, მეორე თაობის წარდგენისთვის ემზადება. სრულად ელექტრო პორშე მაკანი არის პირველი პორშე ახალ პლატფორმაზე, რომელსაც Premium Platform Electric ეწოდება. პორშემ თავისი ახალი მოდელი, რთული და ინტენსიური სატესტო პროგრამით გამოსცადა, რათა წარმატებული SUV-ის შემცვლელი მსოფლიო პრემიერას აბსოლუტურ მზადყოფნაში შეხვდეს. განახლებული მაკანი სავსებით შეცვლილი, ახალი პროდუქტია, შესაბამისად, პორშეს ინჟინრებმა მის განვითარებასა და გამოცდაში დიდი რესურსი ჩადეს.
ახალი მოდელის პროტოტიპის რეალურ გამოცდას პორშესთვის ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამას ემატება სიმულაციები ვირტუალურ სამყაროში და ტესტები აეროდინამიკურ მილებში, რომლებიც ჰაერის ნაკადის ობიექტთან ურთიერთქმედების მოდელირებისათვისაა განკუთვნილი. ახალი პორშე არა მხოლოდ უფრო სპორტული, არამედ უფრო ეფექტიანიც უნდა იყოს.

ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,25 - დიზაინერებისა და აეროდინამიკოსების წარმატება
პორშეს ახალ მოდელზე მუშაობის მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა, შეენარჩუნებინათ მაკანის, როგორც წარმატებული პროდუქტის, იდენტობა და ამავდროულად შეესრულებინათ აეროდინამიკის ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანობისთვის, რათა ელექტრომობილმა ერთი დამუხტვით მაქსიმალურად დიდი მანძილი გაიაროს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დიზაინისა და აეროდინამიკის განყოფილებების ურთიერთშეთანხმებული მუშაობა.
იორგ კერნერი, პორშე მაკანის წარმოების ხელმძღვანელი: "როდესაც ახალ მოდელზე ვმუშაობთ, სვლის დინამიკას, რა თქმა უნდა, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ - ეს ხომ პორშეა?! სწორედ ეს არის ჩვენი დნმ. თუმცა ეფექტიანობაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ისევ, როგორც დიზაინი. ჩვენი გუნდი მუშაობდა თითოეულ მილიმეტრზე, რათა ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის ოპტიმალური ბალანსი მიგვეღო".
პორშეს გუნდმა შეძლო და იპოვა ოქროს შუალედი დიზაინის დნმ-სა და ერთი დამუხტვით გასავლელი რესურსისთვის აუცილებელ აეროდინამიკას შორის. აეროდინამიკის აქტიური ელემენტები ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის მიხედვითაა ოპტიმიზებული. ახალი მოდელი აღჭურვილია ავტომატურად მოძრავი უკანა სპოილერითა და გაგრილების აქტიური სარქვლებით ჰაერის წინა შემშვებებზე.
ახალი შედეგით კი პორშე მაკანს მსოფლიოში ხელმისაწვდომ SUV-ებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო აეროდინამიკა აქვს. კლასიკური, კრუიზირების ტიპის მართვის დროს მაკანი ავტომატურად იღებს აეროდინამიკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს უკანა სპოილერი ეკოპოზიციაში გადადის, ჰაერის სარქვლები იხურება, სავალი ნაწილის დონე იწევა. ამ შემთხვევაში ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,25-ია, რაც გაუმჯობესებული შედეგია და დიდ გავლენას მოახდენს ეფექტიანობაზე, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი, WLTP-ის მიხედვით, მინიმუმ, 500 კილომეტრით განისაზღვრა.

სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა ყველა ბაზარზე
ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას იატაკში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს, რომელთა 100 კვ.სთ ტევადობიდან 95 კვ.სთ-ია გამოყენებადი. ახალი პლატფორმის 800-ვოლტიანი არქიტექტურა ელექტრო მაკანს საშუალებას აძლევს, სწრაფად დაიტენოს და ეს პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადის გამოცდას.
იორგ კერნერი, პორშე მაკანის წარმოების ხელმძღვანელი: "სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება დატენის სტანდარტები. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ახალი მოდელის პროტოტიპები განსხვავებულ პირობებში, ადგილზევე გამოვცადოთ და ტექნოლოგია ჩვენი რეალიზაციის ბაზრებს მაქსიმალურად მოვარგოთ. ავტომობილის დატენა ყველგან და ყოველთვის უპრობლემოდ უნდა იყოს შესაძლებელი".
800-ვოლტიან სვეტებზე ახალი მაკანის DC-დამუხტვის სიმძლავრე 270 კილოვატამდეა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილი 10-დან 80 პროცენტამდე 22 წუთზე ნაკლებ დროში დაიტენოს. 400-ვოლტიან სვეტებზე საქმეში ერთვება მაღალვოლტიანი გადამრთველი, რომელიც 800-ვოლტიან ბატარეას ორი, 400-400-ვოლტიანი სისტემით მუხტავს. ამით შესაძლებელია განსაკუთრებით ეფექტიანი დამუხტვა დამატებითი HV-ბუსტერის გარეშე, 150-კილოვატიანი სიმძლავრით, ხოლო AC-დამუხტვა 11-კილოვატიანი სიმძლავრითაა შესაძლებელი.

ტესტები ექსტრემალურ პირობებში
პორშეს ახალი მაკანი შექმნილია მისთვის დამახასიათებელი სვლის დინამიკითა და მოხვევის დროს სიმძლავრის პრინციპებით. ხანგრძლივი ტესტების დროს ავტომობილის ფუნქციონირების სრული ციკლის სიმულირება იმაზე გაცილებით რთულ პირობებში მიმდინარეობს, ვიდრე მომხმარებლებს რეალურ პირობებში მოუწევთ. ახალი მაკანის პროტოტიპებმა დღემდე სატესტო რეჟიმში 3,5 მილიონზე მეტი კილომეტრი დაფარეს, თანაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტესტები მოიცავს ნებისმიერ ამინდსა და ტემპერატურას, სკანდინავიის -30 გრადუსით დაწყებული, კალიფორნიის Death Valley-ს +50 გრადუსამდე. რათა SUV გზის ნებისმიერი სახის ზედაპირზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს, ელექტრომობილი ტესტირებას გადის უგზოობის, ტალახიანი, თოვლიანი და ყინულიანი გზის პირობებშიც კი.

უგზოობის პირობებში თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს პორშე მაკანის სრული ამძრაობის 4x4 სისტემა, რომელიც უკანა ღერძზეა ორიენტირებული. პორშე აქცენტს აკეთებს წინა და უკანა ღერძებზე განთავსებულ, უახლესი თაობის PSM მოტორებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება 450 კვ-ზე მეტი Overboost-სიმძლავრე.
გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ ახალი მაკანი სპორტულობისა და კომფორტულობის იდეალურ შერწყმას წარმოადგენდეს, ინჟინრებმა ახალი მოდელის დაკიდების აქტიური სისტემის მენეჯმენტი ამორტიზაციის 2-სარქვლიანი ტექნოლოგიით აღჭურვეს. ამას ემატება პნევმატიკური საკიდარი, უკანა ღერძის გვერდული ბლოკირება და რაც ყველაზე საინტერესოა, პირველად უკანა ბორბლების მოხვევა 5 გრადუსამდე.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















