განახლებული Porsche Taycan - გაუმჯობესებული თითქმის ყველა დისციპლინაში
საქართველო, თბილისი - 13:23 | 08.02.2024 ნანახია: 3160
• 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 0,6 წამით გაუმჯობესდა და ახლა 2,4 წმ-ს შეადგენს;
• ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 35 პროცენტით გაიზარდა და 678 კილომეტრს შეადგენს;
• "ტაიკანის" დამუხტვის სიმძლავრე 50 კილოვატით გაიზარდა და ახლა 320 კილოვატამდე აღწევს;
• 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვას ნებისმიერ "ტაიკანში" 18 წუთი სჭირდება.
"პორშემ" "ტაიკანი" მრავალი მიმართულებით განაახლა და მოდელის ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე, ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა, უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია მისცა. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. "ტაიკანის" ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.
ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე "ტაიკანს" შეეხო - როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი - წინა ან სრული ამძრავით. "ტაიკანის" განახლებულ ვერსიებს კი "პორშეს" ცენტრებში 2024 წლის გაზაფხულიდან იხილავთ.

სერიული წარმოების დაწყებამდე მაქსიმალური სრულყოფისთვის "პორშეს" ინჟინრებმა და ტესტდრაივერებმა "ტაიკანის" შენიღბული სატესტო მოდელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3,6 მილიონი კილომეტრი გაიარეს. მათი მიზანი იყო "პორშეს" პირველი სპორტული ელექტრომობილის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა "პორშემ" დღემდე თითქმის 150 000 "ტაიკანი" გამოუშვა. ამ მოდელის გასაღების უმთავრესი ბაზრები კი აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთია.
კევინ გიკი, „ტაიკანის“ წარმოების ხელმძღვანელი: "ელექტრომობილურობის ერაში პირველი ნაბიჯი სწორედ "ტაიკანით" 2019 წლის ბოლოს გადავდგით - მოდელით, რომელმაც ელექტრომობილების სეგმენტში თამაშის წესები შეცვალა და ინოვაციურ წინამძღოლად იქცა. ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული "ტაიკანით" წარმატებული ისტორია გრძელდება. პერფორმანსის თვალსაზრისით "ტაიკანი" ახალ საფეხურზეა აყვანილი: მისი სვლის დინამიკა და მართვის სიამოვნება განუმეორებელია. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ეფექტიანობა, რესურსი, კომფორტი და პრაქტიკულობა".

"ტაიკანის" განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan Turbo S კი - 2,4 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 952 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.
ძარისა და მოტორიზების ვარიანტების მიხედვით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 678 კილომეტრამდეა გაზრდილი (WLTP). ეს 175 კილომეტრითა და 35 პროცენტით მეტს ნიშნავს. განახლებულ "ტაიკანს" შორ გზაზე არა მარტო ნაკლები გაჩერებები სჭირდება დასამუხტად, არამედ წინამორბედ მოდელზე უფრო სწრაფადაც იტენება. მაგალითად, DC დამტენებზე, 800-ვოლტიანი ტექნიკით, 320 კილოვატამდე სიმძლავრით იმუხტება. ეს 50 კილოვატით მეტია, ვიდრე წინამორბედის შედეგი. დამუხტვის მაღალი სიმძლავრე ძალიან დაბალ ტემპერატურებშიც სწრაფად მიიღწევა. პირველი თაობის "ტაიკანს" 10-დან 80 პროცენტამდე დასამუხტად ბატარეის 15-გრადუსიანი ტემპერატურის დროს 37 წუთი სჭირდებოდა. იდენტურ ვითარებაში განახლებული "ტაიკანი" 10-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 18 წუთში იტენება (მიუხედავად ბატარეის მეტი ტევადობისა).
განახლებული "ტაიკანის" ყველა ვერსიას სერიულად მოჰყვება აეროდინამიკის თვალსაზრისით ოპტიმიზებული დისკები და საბურავები. აღსანიშნავია, რომ "ტაიკანისთვის" განახლებული 21-დუიმიანი დისკები და საბურავები შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ "ტაიკანის" კომპლექტაცია ახლა უფრო მრავალფეროვანია, ავტომობილის წონა დაახლოებით 15 კილოგრამით შემცირდა. მაგალითად, სერიულ კომპლექტაციაში შედის: ინტერიერის განათება, პარკირების ასისტენტით უკანა ხედვის კამერა, ელექტროსარკეები, სარკის გარშემო განათება, სავარძლების გათბობა, Porsche Intelligent Range Manager (PIRM), სმარტფონების უკაბელო დატენის ფუნქცია, სვლის რეჟიმების გადამრთველი და ა.შ.
რაც შეეხება Style Porsche-ს დიზაინს - ექსპერტებმა "ტაიკანი" ვიზუალურად მეტად დახვეწეს. HD-Matrix ტექნოლოგიით აღჭურვილი მთავარი მაშუქები ახლა უფრო დეტალური ოპტიკით გამოირჩევა. უკანა განათების ხაზზე კი წარწერა "Porsche" სამგანზომილებიანია. Turbo და Turbo S მოდელები ექსტერიერითაც და ინტერიერითაც ვიზუალურად ახლა უფრო მკვეთრად გამოირჩევიან სხვა მოდელებისგან.
განახლებული "პორშე ტაიკანი", "პორშე ცენტრი თბილისში", აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















