2200 გაყიდული ავტომობილი - "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" გასულ წელს აჯამებს
საქართველო, თბილისი - 16:33 | 09.02.2024 ნანახია: 2645
საავტომობილო ინდუსტრიისათვის გასული 2023 წელი რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი: თითქმის სრულად აღმოიფხვრა საწარმოო კომპონენტების დეფიციტი, მოწესრიგდა მიწოდების პროცესიც. ამას დაერთო საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან, რუსეთიდან, გასვლისა და ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აფასებენ მსოფლიო ავტომწარმოებლები და დილერები შარშანდელ წელს. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“, რომელმაც გაყიდვების რაოდენობა, 2022-თან შედარებით, გააორმაგა. გასულ წელს კომპანიამ 2 200 ტოიოტა გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მონაცემი 1 147 იყო.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „გასული წელი, 2022-თან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული იყო, რაც გაყიდვების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად აისახა. ტოიოტა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. მაღალი იყო მოთხოვნა გასულ წელსაც, რასაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ მრავალფეროვანი სამოდელო რიგით და მაღალი ხარისხის მომსახურებით უპასუხა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიისდროინდელი გამოწვევები დღის წესრიგიდან სრულად მოიხსნა. რუსეთიდან დიდი საავტომობილო ბრენდების გასვლამ კი რეგიონის ბაზრებზე ახალი მარაგები გააჩინა. გამონაკლისი არც საქართველოა. შედეგად, ჩვენმა კომპანიამ მარტივად შეძლო, დაეკმაყოფილებინა ის მზარდი მოთხოვნა, რაც იაპონური ბრენდის, ტოიოტას ავტომობილებზეა“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდენციის გათვალისწინებით და მომხმარებლისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მიდგომებს ახალი მოთხოვნების შესაბამისად ცვლის. მომხმარებელზე მორგებული კონცეპტის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. წარმატებით ხორციელდება დიგიტალიზაციის პროცესიც. მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებამ კი, თავის მხრივ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისზე მოთხოვნაც გაზარდა.
„რაც შეეხება გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც, ვფიქრობ, მათზე ორიენტირებული პროცესებისა და პროდუქტების შეთავაზების შედეგია. მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელმა შიდა კვლევებით, 91,6% შეადგინა, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ავტომობილებთან და მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში შევთავაზოთ. იქნება ეს დაზღვევა, ლიზინგი თუ საავტომობილო პროდუქცია. მნიშვნელოვანია დიგიტალიზაციაც. ვცდილობთ, ციფრული სერვისები სულ უფრო დავხვეწოთ, რათა მომხმარებელმა კომფორტულად და ოპერატიულად შეძლოს სასურველი ავტოსათადარიგო ნაწილისა თუ აქსესუარის შეძენა“, - ამბობს მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

სრულად მომხმარებელზეა ფოკუსირებული და მომსახურების ახალ მიდგომას ეფუძნება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი და სერვისცენტრი. კონცეფციის ცვლილება და შოურუმის რეკონსტრუქცია კომპანიამ გასულ წელს დაიწყო და ახლა გახსნის ოფიციალური ღონისძიებისთვის ემზადება.
,,2024 წელს განახლებული ცენტრით ვიწყებთ და ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შერჩევისა და მომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ. მეტი კავშირი ბრენდთან, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ირჩევს, მეტი კომფორტი, ნდობა და მრავალფეროვანი არჩევანი - ამ ყველაფერს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი ერთ სივრცეში გააერთიანებს იაპონური ბრენდის მოყვარულებისათვის“, - აცხადებს მარიამ მელიაშვილი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ შოურუმის პრეზენტაციას 9 თებერვალს აპირებს, რა დროსაც საავტომობილო ცენტრში Toyota C-HR-ის ახალ მოდელს წარადგენენ. რაც შეეხება გასული წლის ყველაზე მოთხოვნად მოდელებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ SUV სეგმენტში ლიდერობდა Toyota Land Cruiser 300, Land Cruiser Prado, ასევე RAV4 და Toyota Corolla. თუმცა, ამასთან ერთად, ტოიოტას ქართულ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ გასულ წელს გამოიკვეთა ტენდენცია და მაღალი ინტერესი Plug in Hybrid-ის მიმართ. ირკვევა, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მომხმარებელი ცდილობს, შიგაწვისძრავიანი მანქანა ეკომეგობრული ავტომობილით ჩაანაცვლოს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით 2024 წლის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ, მათ შორის იქნება Toyota RAV4 Plug in Hybrid, Toyota Camry, ასევე Toyota Prado.
ნაკლები ემისიის მქონე ავტომობილების პოპულარიზაციასთან ერთად, კომპანია გარემოს დაცვის აქტიური მხარდამჭერია და ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქალთა გაძლიერებაა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სისტემატურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. მიგვაჩნია, რომ ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთპროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა. მათ მიზნებს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები ვერ უნდა აფერხებდეს. ამიტომაც გასულ წელს, ისევე როგორც წინა პერიოდში, აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა პროექტში, რათა მხარი დავუჭიროთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. გამორჩეული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული პროექტი „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომლის მხარდამჭერებიც ვიყავით. კამპანიამ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა“, - ამბობს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.
გასული წლის შედეგები შეჯამებულია, ახალი წლის გეგმები კი - გაწერილი, რომელთა შესრულებასაც კომპანია განახლებული შოურუმისა და სერვისცენტრის ოფიციალური გახსნით იწყებს. 2024-ის პრიორიტეტებშია ასევე ახალი მოდელებისა და საავტომობილო პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისათვის, სერვისის ხარისხის მეტად გაუმჯობესება და ექსპრესმომსახურების დამატება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















