ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 16:36 | 23.02.2024 ნანახია: 913
ჩვენი ვალია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის გამომდინარე მისი ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას, განცხადებას და პოლიტიკურ აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას.
„რაც შეეხება ომის საკითხს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს შედეგები, რომელიც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მძიმეა შედეგები პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, ძალიან რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში, დღეს რუსეთს აქვს ორ ნახევარჯერ მეტი ტერიტორია ოკუპირებული უკრაინის მიწაზე, ვიდრე ჰქონდა ომის დაწყებამდე, არის უამრავი ლტოლვილი და დევნილი, მოსახლეობის მეოთხედი 40 მილიონიდან დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის ქცეული ლტოლვილად ან დევნილად, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური კუთხით აქვს უმძიმესი პრობლემები უკრაინას, 2022 წელს 30 პროცენტით შემცირდა უკრაინის ეკონომიკა, მსხვერპლი არის ძალიან დიდი, ეს არის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის გამომდინარე მისი ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. ჩვენ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას, განცხადებას და შემდეგ პოლიტიკურ აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას, ზოგადად, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას და გარდა ამისა თქვენ იცით, რომ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება, უკრაინას ვუსურვებ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ბუნებრივია ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ.
სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირთ საუბარი ჩვენს პარტნიორებს, ჩვენ გვქონდა მათ შორის ამ თემაზე საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პარტნიორებთან ბრიუსელში ზოგადად და ზუსტად თუ როგორ დასრულდება ომი ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















