ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მისი და მამუკა ხაზარაძის სარჩელის განხილვა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:01 | 26.02.2024 ნანახია: 972
სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელის განხილვა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს, ვითომდაც თაღლითობის ჩადენის გამო. სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო განხილვა და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„გვინდა, საზოგადოებას გავაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს, ვითომდაც თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი იქნა არა მხოლოდ მიღებული, არამედ უკვე სასამართლომ დაიწყო განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ. საქართველოში ცდილობენ, რომ ოპონენტებს გაუსწორდნენ სხვაგვარად, მორალურად მოკლან ისინი. ოთხი წელია, მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალური მოკვლის მცდელობა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ამ მცდელობაში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მოროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედი არის, რომ სრულად აკონტროლებენ პროკურატურას და სასამართლოს, შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე. ჩვენ ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ამიტომ მივმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით, იმით, რომ ჩვენი მცდელობა, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, აუცილებლად შედეგს გამოიღებს და აღარასოდეს არავინ აღარ იქნება დევნილი პოლიტიკური ნიშნით. ყველა ცენტრალურ საკითხზე, რომელიც სარჩელში დავაყენეთ, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებეული და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















