ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას - ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ახალში“ გაერთიანდნენ
საქართველო, თბილისი - 15:58 | 11.03.2024 ნანახია: 947
ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.
როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლებმა იციან, როგორ დაძლიონ გამოწვევები.
„ჩვენი პარტია არის „ახალი“, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ დავძლიოთ გამოწვევები. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ. ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი, ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები, თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, წინ მიმართული ისარი. ეს არის სწრაფად წინ მოძრაობა ამ დაპაუზებულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი განაცხადი, ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და არ გავიხედავთ უკან. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში და მხოლოდ გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ლოგოც კარგად აჩვენებს ჩვენს გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4, რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების“, – განაცხადა გვარამიამ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარტიაში გაერთიანდნენ: ნინო კვიტაიშვილი, დარეჯან ცხვიტარია, ანა გოგოლაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, მაია კოპალეიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, გედევან ფოფხაძე და სხვები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















