ერთ 13 წლის ბავშვს 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, მთელი პოლიცია იცნობს, მათ შორის, მეც, მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ - ვახტანგ გომელაური
საქართველო, თბილისი - 16:57 | 20.03.2024 ნანახია: 1223
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვნების დანაშაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა ნამდვილად არსებობს.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტროსთან გერმანული მოდელის დასანერგად.
გომელაურის განმარტებით, ეს მოდელი გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანას, საიდანაც გამოსვლა პირს მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.
„არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს. არასწორია, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ, რა თქმა უნდა, ამას არ ვემხრობი, მით უმეტეს, 14 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად, გლდანის რაიონში, როდესაც სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა ბავშვებს, აორგანიზებდა მაღაზიების გატეხას, ტელეფონების მოპარვას და ასე შემდეგ. ორი შემთხვევა იყო ასეთი და დავაკავეთ. 14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. მაგალითად, ერთ ბავშვს, რომელიც 14 წლისაც არ არის, არის 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რაღაც ისტორიაში არ არსებობს, ასეთი რაღაც არც საქართველოში და არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის, მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ.
მეორე საკითხია, რომ ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.
იყო შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე, 12 და 13 წლის ბავშვები, ხუთი-ექვსი ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ტურისტებს, წააქციეს, ტელეფონები გაიტაცეს. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო ბათუმში, თბილისში. ასევე ძალიან ბევრი ჩამოსულია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ხდება მათი უკან გადაცემა, ხშირ შემთხვევაში, პატრონები არ აკითხავენ და ჩვენი თანამშრომლები ჩადიან, ჩაჰყავთ სახლამდე, თვითმფრინავის ბილეთებს ვიღებთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ესეც დიდი პრობლემაა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც საზღვარზე, არ დავასახელებ ქვეყანას, რომლის საზღვარზე, დაგვიკავებია არასრულწლოვნები, როცა 10-12 ბავშვია ერთ უფროსთან ერთად. მოდიან, არც არანაირი საბუთი აქვთ, სიცივეა და იძულებული ვართ, წამოვიყვანოთ. მოგვყავს მიგრაციის სამსახურში. იქ დიდხანს ვერ გავაჩერებთ, შემდეგ გადიან გარეთ, ისევ ვაკავებთ. პირდაპირ რომ გითხრათ, ურთულესი პროცესია. იგივე შუქნიშნებთან ყველას შეგვიმჩნევია ბავშვები, რომლებსაც თანხას თუ არ მისცემენ, ხან მანქანას უზიანებენ. პატარები არიან, შვიდი, რვა ათი-თორმეტი წლის. ეს პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















