კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:30 | 28.03.2024 ნანახია: 1286
სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია არის დამნაშავე, არსებობდა მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა შექმნილიყო რადიკალური დღის წესრიგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან. შემდეგ ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. ვნახეთ, რომ მან ვერც კი გაბედა, აეხსნა, რა იყო შეწყალების საფუძველი. ვნახეთ გამოხმაურებები ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იწონებდნენ, როგორც დეპოლარიზაციის ნაწილს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, არანაირი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო. ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა, ალბათ ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვეტინგს მოითხოვს, იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოს მთლიანად გაყრიან და მოიყვანენ თავის მოსამართლეებს. ეს ადამიანი გარეთ გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე.
„სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და ამ საქმესთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ რაც ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე; დადასტურდა, რომ იყო მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა რამენაირად არეულიყო, ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი. ვნახეთ კიდევაც ეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ძალებმა გააერთიანეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორი კრიმინალი, რომლებიც, ორივე, უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში გვიმტკიცებდნენ უცხოეთიდან, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოსვლის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, მათი დღის წესრიგი რა არის, ისინი თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ისინი თავს ესხმიან იმ კურსს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხრივ. ჯერ კიდევ ეს არის ჟურნალი, კინო წინ არის, ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















