ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეების დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, რასთან გვქონდა საქმე - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:46 | 02.04.2024 ნანახია: 876
თავის დროზე, უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“,მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მის მიმართ სანქცია იყო უსამართლო და უსაფუძვლო.
„ვფიქრობ, ეს არის ნაწილი მათ შორის პარტნიორული ურთიერთობებისა, როდესაც, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ დადასტურება, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არ იყო არანაირი დარღვევა, იყო აბსოლუტური სპეკულაცია, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი, ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ჯერ არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი საელჩოსგან, რომლებიც თავის დროზე, ორი წლის წინ იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრიმინირებელი კამპანიის მონაწილენი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეთა დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, თუ რასთან გვქონდა საქმე“.
„შეგახსენებთ განცხადებებს მაშინდელი დიპლომატების, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ. გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელმა პირდაპირ მოსთხოვა ანგარიში საქართველოს მოსამართლეს კონსტიტუციისა და ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების ყველა ძირითადი პრინციპის დარღვევით. ამიტომ, ქართველი ხალხი ელოდება პასუხს. ეს იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა. რასთან გვქონდა საქმე, ველოდებით განმარტებას და შედეგსაც. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















