გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:06 | 01.10.2015 ნანახია: 2241
საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დიასპორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით მიმართა და ქართველი ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პროცესებზე, ქვეყნის საგარეო კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი ემიგრანტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიზნესში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების, როგორც გამოცდილ მეწარმეთა უნარების გამოყენება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.
"უმნიშვნელოვანესი საკითხია აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენს დიასპორასთან და მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე აქტიური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.
ამ დიალოგში, უნდა არსებობდეს ინფორმაცია, საჭიროებების და ინტერესების შესახებ და ამ მოთხოვნებს სახელმწიფო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა პასუხობდეს.
ემიგრანტების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც შესაძლებელია თქვენი ჩართვა და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფო მმართველობაა.
თქვენ ხართ ნაწილი იმ საზოგადოების, ისეთი სახელმწიფო მოწყობის, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს გენშტაბის უფროსი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
დისკუსიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა ქართული დიასპორისათვის მიღება გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორასთან.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















