ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ - პიტერ სტანო
საქართველო, თბილისი - 12:00 | 26.06.2024 ნანახია: 1239
ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ, - ამის შესახებ ვროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებას ერზტუსლოვნება არ სჭირდება.
„ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს; ზოგიერთ მათგანს კი სჭირდება უფრო მეტი დრო და ერთიანობა, მაგრამ ერთიანობა არ გვჭირდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მისაღებად; მაგალითად, საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებისთვის. თქვენ დაინახავთ, რომ საქართველოს პრემიერს და მაღალჩინოსნებს ევროკავშირი აღარ მოიწვევს და ევროკავშირიდანაც აღარ გეყოლებათ საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები. ასევე ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებასაც არ სჭირდება ევროკავშირის ერთიანობის მიღწევა. ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თქვენ არასწორი გზით მიდიხართ.
გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ის ფაქტი, რომ უკვე მეორე თვეა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ საქართველოს შესახებ, უკვე არის ძალიან მკაფიო სიგნალი. ჩვენ, ძირითადად, მსოფლიოს დიდ გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, როგორიცაა ომი უკრაინაში, ღაზის კონფლიქტი, ახლა კი უკვე ორი თვეა, საქართველოში განვითარებულ პროცესებზე ვმსჯელობთ.
ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის დამტკიცების გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ. ეს არის ძალიან ნეგატიური მოვლენა, რომელიც საქართველოს მთავრობის სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროკავშირის გზიდან გადაჰყავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ახლა შანსიც კი არ აქვს, უკრაინის და მოლდოვის გზას გაჰყვეს. მოლდოვა და უკრაინა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეგიძლია უმოკლეს პერიოდში ისეთი მძიმე მდგომარეობის პირობებშიც კი, როგორშიც ახლა უკრაინაა. რაც განზრახული გაქვს, იმას იღებ. საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, კრიტერიუმებს მიჰყვეს. ამის ნაცვლად კი, [მთავრობამ] გადაწყვიტა, მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებს. ევროკავშირის გზავნილია, რომ თქვენ ვერ წახვალთ წინ. ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის, მაგრამ მთავრობა ამ კარს თავად კეტავს. თუ თქვენ თავად კეტავთ ევროკავშირის კარს, ჩვენ ბევრის გაკეთებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















