„ჰამასი“ ღაზის სექტორთან დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
საქართველო, თბილისი - 10:09 | 15.08.2024 ნანახია: 3511
რადიკალურმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ კატარში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC ჰამასის ხელმძღვანელობის წევრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პარალელურად, ისრაელმა დაადასტურა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში.
BBC-სთან საუბარში „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფებას არ სურს მონაწილეობა მიიღოს "მოლაპარაკებებში მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის, რომლის საფარქვეშ ისრაელი ომს აგრძელებს“.
თავის მხრივ, AFP იუწყება, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია მიიღებს თუ არა „ჰამასი“ მონაწილეობას დოჰაში მოლაპარაკებებში, რომლებიც დღეს, 15 აგვისტოს არის დაგეგმილი.
მედიას ასევე მოჰყავს „ჰამასის“ სპიკერის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ დაჯგუფებას სურს "ბაიდენის გეგმის განხორციელება და არა მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკებისთვის". მან იგულისხმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მაისის ბოლოს წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ კატარის დედაქალაქში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრებიან .ისრაელის საგარეო დაზვერვის „მოსადის“ ხელმძღვანელები და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის „შინ ბეტის“ წარმომადგენლები
გარდა ამისა, შეხვედრას ასევე დაესწრება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი.
ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი არ არის ზავისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
12 ივლისს ჯო ბაიდენმა მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება და „ჰამასი“ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ჩარჩოებზე.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ მხარეებს „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















