„ქართული ოცნება“ პანიკაშია, ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე, მისი განცხადება მოსკოვშია დაწერილი და იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს - ანა ნაცვლიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:58 | 10.10.2024 ნანახია: 1572
მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში ცდილობდა ქართული პოლიტიკური ველი ორპოლუსიანი ყოფილიყო.
დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 16 დღეში მას აღარ ექნება ძალაუფლება, ამიტომაც არის „ქართული ოცნება“ პანიკაში. ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე და მთელი „ქართული ოცნება“ იმით, რომ „ძლიერმა საქართველომ“ ჩამოვუშალეთ საქართველოს წინააღმდეგ სქემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში იყენებდა.
ბიძინა და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ჰქონოდა ორად ორი არჩევანი – ან „ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩამოვშალეთ მათ მიერ შექმნილი ეს სქემა და საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური, ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ძალა, რომელიც არის ორიენტირებული ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე. ამიტომაც არიან გამწარებულები, ამიტომაც არიან პანიკაში, მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი. მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს, საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის კაგებე-ს მიერ შეთხზული ტყუილი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარც ნდობა აქვს და აღარც ლეგიტიმაცია.
რაც სიმართლეა და რაც ძალიან აშფოთებს „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს „ძლიერი საქართველო“ და ოპოზიცია, ხოლო ხელისუფლებას ხალხის აღარც ნდობა აქვს და აღარც ლეგიტიმაცია. ამიტომაც არიან პანიკაში და დიახ, მდინარაძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და აირჩევს ან ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს და ამ ქვეყანას წარსულისკენ ექაჩება, ან აირჩევს მათ, ვისაც ამ ქვეყნის მომავლის და ძლიერი საქართველოს აშენება სურს.
ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით „ძლიერი საქართველოს“ გეგმაა, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ 9 ნაბიჯი და გავხადოთ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და დაცული შრომის პირობებით და ყველა ხანდაზმული ადამიანისთვის ვუზრუნველვყოთ 1000-ლარიანი პენსია. დარწმუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ატყუებს მათ, რომელმაც თავი დაამახსოვრა ქვეყნის ღალატით და შეუსრულებელი დაპირებებით და აირჩევს მათ, ვისაც გვინდა ვიყოთ ორიენტირებულები ამ ქვეყნის მომავალზე და ძლიერი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















