არაფერი არ არის უფრო ძვირი, ვიდრე თავისუფლება... გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი! - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 21:06 | 20.10.2024 ნანახია: 1034
"არაფერი არ არის უფრო ძვირი, ვიდრე თავისუფლება... გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი!" - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
დღეს არის ერთ-ერთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. და ალბათ არ არის ნიშანი ამაში, ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. დღეს ის საქართველო, რაც დღეს დადგა ჩემს წინ არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არ არის მოსული მიზეზი რომ უთხრეს, რომ მოდი, თუ არადა სამსახურს დაკარგავ. ვინმე არ არის მოსული, არც ერთი სტუდენტი, რაც უთხრეს, თუ არა, სტიპენდიაც არ გექნება. არაფერი არ არის უფრო ძვირი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. და აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, დღეს ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალნდელი საქართველო, დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო, ოღონდ რომელიც გუშინდელს, რომ ვამბობდი, არა ის იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არ იყო თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრები და ჩვენი ღირსეული ისტორია. ის საქართველო და ეს საქართველოა და ორივე ერთად შევლენ ევროპაში.
მე მინდა მივმართო მაია სანდუს - მაია, დღეს ვიმედოვნებ, იქნება თქვენი წარმატებული დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე, ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!
მინდა მართო ვოლოდიმირ ზელენსკის, მივხვდი, თქვენგან, და ვუთხრა, რომ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და იქნება გამარჯვებული. და ერთად შევალთ ევროპაში!
მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს, და ვუთხრა, რომ ვიქნებით ერთ-ერთი პარტნიორი და თანამოაზრე, როგორიც არ არის დაესზმით, თუ არა შევალთ ევროპაში. და შევალთ ევროპაში! და არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე "თუ" ან "რომ". ყველაფერი ნათელია აქ უკვე გამარჯვებული არის საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი! გმადლობთ! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















