ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 16:24 | 15.11.2024 ნანახია: 1236
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას.
მეზვრიშვილი ამბობს, ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სიასა და ხმის მიცემის აპარატებში არსებულ ინფორმაციას შეეუმოკლეს ვადაში არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება.
მეზვრიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია ცესკო-ს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, რომ თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას.
„ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას. სხვა სახელი ვერ დაერქმევა 17 დღის განმავლობაში მტკიცებულებების დამალვას და შემდგომ ცესკოს კარნახით იმ პროკურატურის მიერ მათ გატაცებას, რომელსაც არც ერთი მძიმე საარჩევნო დანაშაული ამ დრომდე არ გამოუძიებია.
ამ მტკიცებულებებს უმოკლეს ვადაში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. როგორც კი ეს მოვითხოვეთ 29 ოქტომბერს, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს ყალბი გამოძიება დაიწყო. ხოლო როგორც კი 1 ნოემბერს სასამართლოს მივმართეთ მტკიცებულებების გადაუდებლად დაცვის მოთხოვნით, 1 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოში არსებული მტკიცებულებები დააყადაღა.
სასამართლომ კი უარი გვითხრა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო.
პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების კვალიფიკაცია და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას დასმული კითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ პროკურატურას არჩევნების სისტემური გაყალბების ობიექტური გამოძიების ინტერესი არ აქვს. „ოცნების“ მიზანია მისი მორჩილი ინსტიტუტების - ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, რომ თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას.
გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის საკმარისი საფუძველი გახდეს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















