"თეგეტა ჰოლდინგი" 2024 წლის ლიდერ პრო ბონო კომპანიად დასახელდა
საქართველო, თბილისი - 14:33 | 27.01.2025 ნანახია: 2134
"თეგეტა ჰოლდინგმა" მიმდინარე წელს ყველაზე მეტი "პრო ბონო" აქტივობა განახორციელა და 2024 წლის ლიდერ "პრო ბონო" კომპანიად დასახელდა. 29 კომპანიას შორის ლიდერის სტატუსი "თეგეტას" "პრო ბონო ფორუმზე" მიენიჭა, სადაც „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ 2024 წლის საქმიანობა შეჯამდა. ფორუმის მონაწილეებს "თეგეტას" წარმომადგენლებმა საკუთარი პრო ბონო გამოცდილებაც გაუზიარეს.
კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, გულისხმობს ერთი კომპანიის თანამშრომლების მიერ სხვა ორგანიზაციებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსს ხელმისაწვდომს ხდის მათთვის ვისაც ხშირად არ აქვთ საკმარისი რესურსები მაღალკვალიფიციური საექსპერტო მომსახურების მისაღებად ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტას" კორპორაციული მდგრადობის ნაწილია როგორც

თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ისე საზოგადოებაზე ზრუნვა. პრო ბონო სერვისები ამ ორი მიმართულების გაერთიანების საშუალებას გვაძლევს, შესაბამისად, დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით პრო ბონო აქტივობებში. ჩვენი თანამშრომლები თავიანთი ინტელექტუალური რესურსით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჩვენი პრო ბონო კონსულტანტები, უსასყიდლოდ გასცემენ ცოდნას იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, თუმცა საკმარისი რესურსი არ აქვთ. მსგავს აქტივობებში ჩართვა ჩვენს თანამშრომლებსაც უძლიერებს მოტივაციას, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია გაიზიაროს გამოცდილება და მიიღოს დამატებითი ცოდნა. პრო ბონო სერვისების სპექტრი ფართოა და დამოკიდებულია ორგანიზაციის საჭიროებებზე".
მიმდინარე წლის განმავლობაში "თეგეტას" მიერ განხორციელებულ "პრო ბონო" ინიციატივებს შორისაა რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ჩატარებული სოციალური მედიის შინაარსობრივი და ვიდეოკონტენტის შექმნის ორდღიანი ტრენინგი - "ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები". ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 წარმომადგენელი მონაწილეობდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან. ისინი კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს გაეცნენ.
2024 წელს "თეგეტა ჰოლდინგი" ჩართული იყო "საქართველოს პრო ბონო ქსელისა" და მათი პარტნიორების მეხუთე პრო ბონო მარათონში, რომლის ფარგლებში, 9 კომპანიის 30-ზე მეტმა პრო ბონო კონსულტანტმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს საკომუნიკაციო კამპანიები დაუგეგმეს. მარათონში მონაწილე "თეგეტა ჰოლდინგის" თანამშრომლებმა სოციალური საწარმო "ეთნოდიზაინისთვის" საკომუნიკაციო კამპანია მოამზადეს, რომლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები "ეთნოდიზაინის" საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ისახავდა მიზნად.
მარიამ ჯაფარიძე, "თეგეტა ჰოლდინგის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: "ჩვენთვის 2024 წლის პრო ბონო ლიდერად დასახელება სასიხარულოა და ამასთან დიდი პასუხისმგებლობაცაა. მიმდინარე წელს პრო ბონო აქტივობებს "თეგეტა ჰოლდინგის" 8 თანამშრომელმა 150-მდე საკონსულტაციო საათი დაუთმო და ჩაერთო საქმიანობაში იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასარგებლოდ, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. ამ აქტივობებს შორისაა საგანმანათლებლო ტრენინგები, საკომუნიკაციო სტრატეგიების მომზადებაში დახმარება, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება, და სხვა. მიმდინარე წელს დავაფუძნეთ პრო ბონო მოხალისეთა კლუბიც, რომელშიც ამ ეტაპზე 30-მდე მოტივირებული თანამშრომელია, და მათი ექსპერტიზის შესაბამისად ვერგებით ორგანიზაციების საჭიროებებს. მოხარულებით ვართ, რომ ამ სასარგებლო აქტივობებში ჩართვის საშუალებას გვაძლევს "საქართველოს პრო ბონო ქსელი". მიღებული ჯილდო ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ მომავალ წელს პრო ბონო საქმიანობით კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაძლიერებლად".
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელთაც თავიანთი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ სურთ. "თეგეტა ჰოლდინგი" "საქართველოს პრო ბონო ქსელის" წევრი 2022 წელს გახდა, თუმცა ქსელის საქმიანობაში კომპანია წევრობამდეც აქტიურად იყო ჩართული როგორც მოხალისე.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















