"თეგეტა მოტორსში" ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფასდაკლება და გასამმაგებული ქეშბექი მოქმედებს
საქართველო, თბილისი - 15:18 | 05.02.2025 ნანახია: 1508
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რადგან ის გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება. გართულებების თავიდან ასაცილებლად საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად უნდა შეირჩეს.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, "თეგეტა მოტორსში" ზამთრის საბურავებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოს. Tegeta Shop-ზე ნებისმიერი ბრენდის საბურავზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზება დახვდება ფილიალშიც - ბარათის ტიპის მიხედვით, გასამმაგებულ ქეშბექს მიიღებს.
საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩანაცვლდეს. გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები – ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას.
კახა გვასალია, "თეგეტა მოტორსის" საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: "სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს გასული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად შევარჩიოთ. იმისათვის, რომ ავტომფლობელებმა უსაფრთხოების ეს წესიც დაიცვან და ავტომობილი ზამთრის საბურავებით აღჭურვონ, „თეგეტა მოტორსში“ მათ არაერთ აქციას ვთავაზობთ. მთავარია ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწევენ კონსულტაციასა და სერვისს".
Michelin - მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. რეგულარულად იკავებს წამყვან პოზიციებს პრემიუმ საბურავების მწარმოებელთა შორის.
Michelin-ის საბურავები გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და მაღალი წინააღმდეგობით. ასევე აქვს გამორჩეულად მძლავრი მოჭიდება სველსა და მშრალ გზებზე. ევრო 6 სტანდარტის შესაბამისი საბურავები ამცირებს გამონაბოლქვს და საწვავის მოხმარებას. ხმაურის შემცირების მოწინავე ტექნოლოგიით უზრუნველყოფილია მშვიდი და კომფორტული მოძრაობა. Michelin-ს იყენებენ ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-Benz, BMW, Tesla, Ferrari, Bugatti.
„თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის არის საბურავების ისეთი პრემიუმ მწარმოებელი, როგორიცაა Bridgestone. ის მსოფლიოში ტექნოლოგიებისა და გამძლეობის სიმბოლოდ არის აღიარებული, გამოირჩევა ინოვაციურობითა და უმაღლესი ხარისხით. მთავარი, რაც სხვა ბრენდის საბურავებისგან გამოარჩევს, არის ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. Bridgestone-ს საბურავები აქტიურად გამოიყენება მოტოსპორტში. ბრენდის მომხმარებლები არიან Lamborgini, Toyota, Lexus, Honda, Nissan, Ferrari, BMW.
Yokohama-ს საბურავები გამოირჩევა ინჟინერიის მოწინავე ტექნოლოგიებით, სპორტული დინამიკითა და მდგრადობით. ამ ბრენდის პროდუქცია ცნობილია მაღალი გამძლეობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. იაპონური ბრენდის უპირატესობებია: ძლიერი მოჭიდება სპორტული მართვის მოყვარულებისთვის, საიმედოობა ოთხივე სეზონზე, როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე და ძლიერი მდგრადობა. Yokohama-ს საბურავები შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მართვა მაქსიმალურად კომფორტული და ზუსტი იყოს. გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით - მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც სპორტული, ისე SUV და ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს.
Continental-ი ინოვაციებისა და უსაფრთხოების ლიდერი ბრენდია. გერმანული წარმოების საბურავები გამოირჩევა ძლიერი დამუხრუჭების ტექნოლოგიით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრემიუმ და მაღალი ხარისხის საბურავებზე.
Continental-ის საბურავები შექმნილია საწვავის მოხმარების შესამცირებლად. მათი წარმოებისას გამოყენებულია ContiSeal-ისა და ContiSilent-ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმაურის შემცირებასა და ნორმალურ მუშაობას საბურავის დაზიანების შემთხვევაშიც კი. გარდა ამისა, აღჭურვილია წნევისა და ცვეთის მონიტორინგის სენსორებით. Continental-ი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთრის საბურავებში, როცა მართვის სრულყოფილი კონტროლი და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Pirelli - იტალიური პრემიუმ ბრენდი ცნობილია არა მხოლოდ მაღალი ხარისხით, არამედ თავისი ელეგანტური დიზაინითა და სპორტული ხასიათით. Pirelli განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სპორტულ ავტომობილებზე. 2011 წლიდან კი Formula 1-ის ექსკლუზიური მიმწოდებელია. Pirelli-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მაქსიმალური სიზუსტე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას.
"თეგეტა მოტორსში" შეძენილ ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია, ხოლო პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ასე რომ, ვინც გააფუჭა, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები მისგან მოდიოდეს - შალვა პაპუაშვილი
- ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული მცდელობაა, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია - არასამთავრობოები ჩხრეკაზე
- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სანქციები დაუწესდეთ - "წინააღმდეგობის პლატფორმა" ჩხრეკაზე
- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
სამართალი
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს