„თეგეტა“ Bridgestone-თან პარტნიორობას აფართოებს - კომპანია რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა
საქართველო, თბილისი - 11:27 | 10.02.2025 ნანახია: 2739
"თეგეტა" Bridgestone-თან პარტნიორობას აფართოებს - კომპანია რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა
• "თეგეტა ჰოლდინგი" სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს
• ოფიციალური ხელშეკრულება დუბაიში გაფორმდა. შეთანხმება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა
"თეგეტა ჰოლდინგი" სომხეთსა და აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის, Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. საქართველოს შემდეგ მეზობელი სახელმწიფოების ბაზარს კომპანია მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავებით მოამარაგებს. პარტნიორობის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოაწერეს.
ეკატერინე ქავთარაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "მოხარულები ვართ, რომ "თეგეტასა" და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და პრემიუმ ბრენდის პროდუქციას მიმდინარე წლიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს ვაწვდით.
საავტომობილო სფეროში გლობალურ ბრენდებს შორის Bridgestone-ს წამყვანი ადგილი უჭირავს. კომპანია ლიდერია როგორც პრემიული, ისე გაყიდვების მაჩვენებლებით, რადგან სწორედ ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ინოვაციებისადმი სწრაფვაა Bridgestone-ის სამარკო ნიშანი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Bridgestone ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი არ არის, ჩვენი პარტნიორობა 26 წლის წინათ დაიწყო და, ფაქტობრივად, "თეგეტას" ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ცნობილი ბრენდის პორტფელში "თეგეტას" მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია რეგიონში. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი კომპანიის პოზიციებს საერთაშორისო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, დიდი პასუხისმგებლობაა, ისევე წარმატებით წარმოვადგენდეთ ამ ბრენდს რეგიონში, როგორც საქართველოში"
Bridgestone Middle East & Africa FZE-სა და "თეგეტას" შორის პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება დუბაიში გაფორმდა. ქართული კომპანია სწორედ Bridgestone-ის დუბაის წარმომადგენლობის შემადგენლობაშია, მსოფლიოს 70 ქვეყანასთან ერთად. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ღონისძიებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს "თეგეტა ჰოლდინგის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ კოხოძემ და Bridgestone Middle East & Africa FZE-ის პრეზიდენტმა, ჟაკ ფურიემ.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: "თეგეტასა" და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. დუბაიში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში "თეგეტა" Bridgestone-სთვის სტრატეგიული პარტნიორია.
სასიხარულოა, რომ მეზობელ ქვეყნებში უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქციას მომხმარებელი სწორედ ჩვენს წარმომადგენლობებში მიიღებს. ვფიქრობთ, ეს ახალი შეთანხმება არა მხოლოდ ორი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო იზრდება, ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება და ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ხდება".
Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა საქართველოდან და "თეგეტასთან" პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-ისა და "თეგეტას" შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი ქართული კომპანია თავის დამკვიდრებას ხარისხითა და ექსკლუზიურობით ცდილობდა. პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. 2024 წლისათვის ეს რაოდენობა უკვე 100 000-ია. დღეს "თეგეტა" ავტოინდუსტრიის ლიდერია რეგიონში, Bridgestone კი მსოფლიო ბრენდია 93-წლიანი ისტორიითა და 30-მილიარდიანი შემოსავლით.
გურჰამ სევიკელ, Bridgestone Middle East & Africa-ს მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: "დუბაიში ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ ჩვენი 26-წლიანი პარტნიორობის განახლებას, არამედ ჩვენი ბიზნესის გაფართოებას კავკასიასა და აზიაში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტით კიდევ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი და "თეგეტა ჯგუფის" 26-წლიანი პარტნიორობის ისტორია.
Bridgestone-ის უპირველესი მისიაა ვემსახუროთ საზოგადოებას, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ამ ღირებულებებს იზიარებს "თეგეტა ჯგუფიც" და ჩვენი მიდგომები ამ მხრივ საერთოა, სწორედ ეს ამყარებს ჩვენს მრავალწლიან პარტიორობას. თეგეტა უკვე მრავალი წელია საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს მაღალ სტანდარტსა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს ავტოინდუსტრიაში".

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერის ცერემონიამდე Bridgestone Middle East & Africa FZE-ის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის იყო "თეგეტას" დელეგაცია. კომპანიის გუნდის წევრებმა პარტნიორებს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და ავტომფლობელებს მაღალი ხარისხის სხვადასხვა ტიპის საბურავს აწვდის. სეზონური, სველი ან თოვლიანი გზისთვის თუ სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
სწორედ ნდობასა და მომხმარებლისადმი ერთგულებას ეფუძნება "თეგეტასა" და Bridgestone-ის პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო ხედვები.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















