საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები - თებერვლის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 17:43 | 13.02.2025 ნანახია: 966
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაფერისით ჩაანაცვლოთ, შეამოწმოთ აკუმულატორი, შეცვალოთ ზეთი და ასე შემდეგ. „თეგეტა მოტორსი“ საკუთარ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით და ავტომობილი ცივი სეზონის შესაბამისად აღჭურვოს.

თებერვლის ბოლომდე ყველა ფილიალში, ზამთრის საბურავის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 50%-იან ქეშბექს, თანხა ქულების სახით თეგეტა ქარდზე დაბრუნდება. რაც შეეხება Tegeta Shop-ს, ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

განსაკუთრებული შეთავაზება ვრცელდება აკუმულატორზეც, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. თეგეტას ფილიალებში ENERGIZER-ისა და MONBAT-ის აკუმულატორებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო Tegeta Shop-ზე, აღნიშნული ორი ბრენდის გარდა, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ ასევე EXIDE-ის, FIAMM-ისა და MACPOWER PREMIUM-ის აკუმულატორებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აკუმულატორი, ისევე როგორც საბურავი, უსაფრთხო გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო მგზავრობა და მათი ინფორმირება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. წლებია, რაც ამ მიმართულებით არაერთ კამპანიასა თუ აქტივობას ვახორციელებთ. ვცდილობთ, მუდმივად ინფორმირებული გვყავდეს ავტომფლობელები იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა ექსპლუატაციაგასულმა საბურავმა, აკუმულატორმა, ზეთმა თუ სხვა დეტალმა შეუქმნათ. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუდმივად აკონტროლონ ავტომობილის მდგომარეობა, არაერთ აქციას ვთავაზობთ. შესაბამისად, თებერვალში, როდესაც ტემპერატურა ისევ მინუს ნიშნულზეა, მათთვის არაერთ სეზონურ პროდუქტზე სხვადასხვა შეთავაზება მოვამზადეთ, რომლით სარგებლობაც როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე Tegetashop.ge-ზეც შეუძლიათ“.
აღსანიშნავია ის, რომ ავტომობილით გადაადგილებისას, საბურავი უშუალოდ გზის სავალ ზედაპირს ეხება და უსაფრთხო გადაადგილება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილება, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.
ცივ სეზონზე ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე შემცირებულია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს აკუმულატორის ადგილზე მიტანასა და მონტაჟს. ამასთანავე, თუ მომხმარებელი ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველს ჩააბარებს, კომპანიისგან ფასდაკლებას მიიღებს. ძველი აკუმულატორი კი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობით, გადამმუშავებელ ქარხანას გადაეცემა და მასალების 99% გადამუშავდება, რაც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.

აკუმულატორებისა და საბურავების გარდა, „თეგეტაში“ სპეციალური ფასდაკლებებია პრემიუმ ბრენდის ზეთებზე. ფილიალებში 4+1 შეთავაზებები ვრცელდება SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ისა და PETRONAS-ის პროდუქციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ყოველ შეძენილ 4 ლიტრზე მეხუთეს საჩუქრად მიიღებს. Tegeta Shop-ზე კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ზეთების სრულ ასორტიმენტზე. ზეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის იცავს ძრავას და უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას. მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ავტომობილის მიერ გავლილ მანძილს და ყოველი 8000-10000 კმ-ის შემდეგ უნდა შეცვალოს ძრავის ზეთი. ამასთანავე, რეკომენდაციების მიხედვით, ძრავის ზეთთან ერთად, სასურველია, შეიცვალოს სალონისა და ჰაერის ფილტრები. აღსანიშნავია, რომ Tegeta Shop-ზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ავტონაწილებზეც.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















