ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა და უკრაინაში საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება
საქართველო, თბილისი - 14:31 | 19.02.2025 ნანახია: 1889
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროა, უკრაინამ საპრეზიდენტო არჩენები ჩაატაროს, რათა კიევმა შეძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, რადგან სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწონების დაბალი რეიტინგი აქვს.
"ჩვენ საქმე გვაქვს ვითარებასთან, სადაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა. <…> ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ მისი [ზელენსკის] რეიტინგი 4%-მდე დაეცა. <…> როდესაც მათ სურთ [მოლაპარაკებების] მაგიდასთან ადგილი დაიკავონ, უკრაინელი ხალხი არ უნდა ამბობდეს, რომ ჩვენ დიდი ხანია არჩევნები არ გვქონია", - თქვა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა რუსეთის სურვილით არ არის ნაკარნახევი. "ეს არის ის, რაც მოდის ჩემგან და მრავალი სხვა ქვეყნიდან", - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, ტრამპმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის პირველ ოფიციალური მოლაპარაკებებს "ძალიან კარგი" უწოდა.
მისი თქმით, ერ-რიადში ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ის "ბევრად დარწმუნებულია", რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების შესახებ შეთანხმება დაიდება.
მან აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს "სურს რაღაც გააკეთოს და შეაჩეროს ველური ბარბაროსობა".
"ჩვენ გვინდა ეს დავასრულოთ. ეს არის უაზრო ომი", - თქვა ტრამპმა და იმედგაცურება გამოხატა უკრაინის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც არ იყო ერ-რიადში მოლაპარაკებებზე მიწვეული.
"მათ სამი წელი ჰქონდათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სამხედრო კონფლიქტი შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო უკრაინისთვის ტერიტორიული დანაკარგების გარეშე.
საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომელიც მოიცავდა სამ ეტაპს: ცეცხლის შეწყვეტა, არჩევნები უკრაინაში და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, იტყობინება Fox News-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
ამავდროულად, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „მისი ლეგიტიმურობის სამართლებრივი ასპექტებიდან“ გამომდინარე უკრაინის ლიდერთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ტრამპის მიერ ნახსენები 4%-იანი რეიტინგის დამადასტურებელი ცნობა ღია წყაროებში არ იძებნება. 2024 წლის დეკემბერში კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 52%-ი ნდობას უცხადებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
18 თებერვალს გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის.
იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ კიევისთვის არაფერი იყო ცნობილი.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის ოფიციალური პოზიცია, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















