თეთრ სახლში მწვავე დაპირისპირება მოხდა ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის, რის შემდეგაც ტრამპმა მასკის გავლენა შეზღუდა - The New York Times
საქართველო, თბილისი - 01:02 | 08.03.2025 ნანახია: 829
ხუთშაბათს თეთრ სახლში გაიმართა დონალდ ტრამპის მთავრობის წევრების „ცხარე“ შეხვედრა, სადაც მდივნები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დაუპირისპირდნენ მილიარდერ ილონ მასკს თანამშრომლების გათავისუფლებისადმი მისი მიდგომის გამო. ამის შესახებ The New York Times ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, შეხვედრაზე ილონ მასკი დაუპირისპირდა მარკო რუბიოს იმის გამო, რომ მისი თქმით, მან ვერ შეამცირა თავისი დეპარტამენტის პერსონალი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო მასკზე კვირების განმავლობაში იყო გაბრაზებული, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა ფაქტობრივად დახურა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), თუმცა მთავრობის აღნიშნულ სხდომაზე მან საბოლოოდ შეძლო თავისი სათქმელი ეთქვა
რუბიომ თქვა, რომ მასკი ცდება, რადგან ის არ ითვალისწინებს სახელმწიფო დეპარტამენტის 1500-ზე მეტ თანამდებობის პირს, რომლებიც პენსიაზე ვადაზე ადრე გავიდნენ, საკუთარი ხარჯებით.
მან სარკასტულად იკითხა, სურდა თუ არა მასკს რუბიოს ხელახლა დაექირავებინა ყველა ეს ადამიანი და შემდეგ მოეწყო დიდი შოუ მათი გათავისუფლებით.
შემდეგ მან წარმოადგინა სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციის დეტალური გეგმები.
მასკმა რუბიოს საპასუხოდ თქვა, რომ ის "კარგი იყო ტელევიზიაში", რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა რამეში არ იყო კარგი.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ტრამპი იჯდა და სკამის ზურგზე ხელები ჰქონდა მიყრდნობილი.
მას შემდეგ, რაც კამათი დიდხანს გაჭიანურდა, ტრამპი საბოლოოდ ჩაერთო რუბიოს დასაცავად, რომელიც, მისი თქმით, „დიდ საქმეს“ აკეთებდა.
ტრამპმა თქვა, რომ რუბიო ძალიან დაკავებულია, მუდმივად მოგზაურობს და ტელევიზიით ჩნდება და აქვს სააგენტო, რომელიც უნდა მართოს.
რუბიოს გარდა, მასკი კიდევ რამდენიმე ოფიციალურ პირს დაუპირისპირდა.
მასკს ასევე უყვირა ტრანსპორტის მინისტრმა, შონ დაფიმ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მასკის თანამშრომლები ავიადისპეტჩერების გათავისუფლებას ითხოვენ, მაშინ როცა თავად უკვე ორი ავიაკატასტროფის „პასუხისმგებლობა“ აქვთ;
მასკმა ეს ბრალდება უარყო და მოითხოვა გათავისუფლებული თანამშრომლების დასახელება;
დაფიმ უპასუხა, რომ ვერ დაასახელებდა, რადგან მათი გათავისუფლება თავად შეაჩერა.
დაპირისპირებას წერტილი დონალდ ტრამპმა დაუსვა, რომელმაც შესთავაზა, რომ ავიადისპეტჩერებად „ინსტიტუტებიდან წამოსული გენიოსები“ დაესაქმებინათ.
სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდებოდა ტრამპის დღევანდელი ბრძანება, რომლითაც მასკს ფედერალური სამხახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლება აუკრძალა.
აღნიშნული შეხვედრა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ტრამპი მზად არის დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები მასკს, რომლის მცდელობებიც რამდენიმე სასამართლო სარჩელის მიზეზი გახდა და რესპუბლიკელი კანონმდებლების შეშფოთება გამოიწვია.
ზოგიერთმა მათგანმა მასკის გამო პირდაპირ პრეზიდენტს მიმართა. ისინი იმედგაცრუებულნი არიან სამთავრობო რეფორმისადმი მიდგომით და თანმიმდევრული კოორდინაციის ნაკლებობით.
ხუთშაბათის შეხვედრა, რომელიც მოულოდნელად დაინიშნა ოთხშაბათს საღამოს, იმის ნიშანი იყო, რომ ტრამპი ითვალისწინებდა საჩივრების დიდ რაოდენობას. მანამდე ტრამპი ნათლად აცხადებდა, რომ კვლავ მხარს უჭერს მასკის ინიციატივას. მაგრამ ახლა, თქვა, რომ დადგა დრო, ცოტა უფრო დახვეწილები იყვნენ მიდგომებში. მისი თქმით, ამიერიდან მდივნები პასუხისმგებელნი იქნებიან პერსონალის შემცირებაზე და მასკის გუნდი მათ მხოლოდ რჩევებს გაუწევს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















