არ დავინახო, ტონს აუწიოთ, თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, გასაგებია?! აქ არცერთი არ გეგონოთ, თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს
საქართველო, თბილისი - 13:32 | 28.03.2025 ნანახია: 718
მოქალაქეთა ევაკუაციასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონიდან გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის კურსში, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში ამეტეხა უშიშროების საბჭოს, გენშტაბის გარეშე და სახლებზე დამეწყო კაკუნი, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფრომა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მამუკა ყურაშვილმა უპასუხა კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვას: „როგორც კი თქვენ გაიგეთ ტელევიიზით ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია, თქვენ თვითონვე თქვით, რომ მივხვდი, მარტო ვარო. თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ სულ მცირე განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში მსხვერპლი ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ. თუ იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის“.
ამასთან, როგორც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, ცდილობდნენ კონფლიქტის აცილებას.
„ბოლო წამამდე ვცდილობდით, აგვეცილებინა კონფლიქტი. თუ იწყებ რაღაც ოპერაციას, მაშინ შენ აფრთხილებ, შენ გამოგყავს“, – აღნიშნა ყურაშვილმა.
მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ გაერთიანებული შტაბი ჩააყენა საქმის კურსში.
„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში უშიშროების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეტეხა და სახლებზე დამეწყო კაკუნი? რას მეკითხებით, ვერ გავიგე“, - მიმართა წულუკიანს ყურაშვილმა.
თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა: „პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“-ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს.
მამუკა ყურაშვილმა უპასუხა:
„რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“- აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.
წულუკიანმა გენერალს შეახსენა, რომ მუშაობის წესებზე უნდა შეთანხმდნენ.
„მე არ მგონია,რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით, ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით. სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე, ტონი გავატარე! ტო-ესბის ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე, ამიტომ, მოდით, ახლა „დავჭკვიანდეთ“ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, პირველ რიგში, გასაგებია?! რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ გისვამენ კითხვებს. აქ არცერთი არ გეგონოთ, რბილად ვიტყვი და აქ წევრებს ბოდიშს ვუხდი წევრებს - თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი!“, - მიმართა თეა წულუკიანმა ყურაშვილს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















