განათლება ძალადობის წინააღმდეგ - „მირაბალდები“ Tegeta.care-ზე
საქართველო, თბილისი - 11:58 | 31.03.2025 ნანახია: 1061
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ წიგნს, განწყობას, რომელიც მცირე დეტალებს მოაქვს?
სახელმწიფო თავშესაფრებში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი ქალების ტრავმულ გამოცდილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებმა“ მყუდრო ოთახი, წიგნები და ფიქრის შესაძლებლობა დაუპირისპირა, როგორც გადარჩენისა და ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების ინსტრუმენტები. ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს - დაარსდა, მიმართულია ქალების გაძლიერებაზე მათი განათლების გზით. „მირაბალდების“ სლოგანიც ამ ძირითად მიზანს ეპასუხება: „განათლება ძალადობის წინააღმდეგ“.
ქალების გაძლიერებისკენ მიმართული ორგანიზაციის დამფუძნებელი იურისტი და ქალთა უფლებების დამცველი ნინი მირაბალდია. „მირაბალდების“ შექმნის იდეა სამაგისტრო თემაზე მუშაობისას, ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ გაუჩნდა. იქამდე კი მსგავსი დაწესებულების სპეციფიკას ავსტრიაში გაეცნო, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ყველა პირობა იყო ძალადობის მსხვერპლთა რესოციალიზაციისთვის.

ნინი მირაბალდი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ დამფუძნებელი: „ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეგრძნოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან; რომ მათ ხედავენ და მათი არამატერიალური საჭიროებები ისევეა აღქმული, როგორც მატერიალური. შევეცადე, რომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა. მაგალითად, ავსტრიაში აღფრთოვანებული დავრჩი, როგორ ზრუნავს სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ქალებზე; როგორ პირობებს უქმნის მათ ახალი ცხოვრების დასაწყებად. საქართველოში რადიკალურად განსხვავებული სურათი დამხვდა: ნაცრისფერი სივრცე, სადაც ქალებს არ ჰქონდათ წიგნები, ბავშვებისთვის - სათამაშო ადგილი, ზოგადად, არ ჰქონდათ არანაირი რესურსი, რათა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ. სწორედ ამის შეცვლა და გაუმჯობესებაა ჩვენი მთავარი მიზანი.“
ორგანიზაციის სახელწოდება დომინიკელი აქტივისტების, დები მირაბალების სახელს უკავშირდება, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ ბრძოლას ემსხვერპლნენ. 5 წლის განმავლობაში ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ პროექტს შორის „მირაბალდებში“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ძალადობის მსხვერპლ ქალთა სახელმწიფო თავშესაფრებში, „26 მაისის ქალების“ სახელობის საგანმანათლებლო ცენტრების გახსნას. გასულ წელს ამ საგანმანათლებლო ოთახებით 150-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა.
ცვლილების გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური დამოუკიდებლობაა, რადგან თავშესაფარში მოხვედრილ ძალადობაგამოვლილ ქალებს არ აქვთ წასასვლელი, შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ პროფესია. ორგანიზაციის მიზანია, სწორედ ამ კუთხით დაეხმაროს ქალებს, მისცეს მათ განათლება და შემდგომში - დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. „მირაბალდების“ ბაზაზე ფუნქციონირებს სოციალური საწარმო, სადაც უბის წიგნაკები, სანიშნეები და სხვა მსგავსი ნივთები კეთდება. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა ორგანიზაციის სოციალური პროექტების დაფინანსებას ხმარდება.
„მირაბალდების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგია“, რომელმაც ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განათავსა და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მისცა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საქართველოში ძალადობაგამოვლილი ქალები არაერთ სოციალურ სტიგმასა და სირთულეს აწყდებიან. ძალადობასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია. მათ შორისაა განათლება, რომელიც ძალადობის მსხვერპლს საშუალებას აძლევს, სხვა პერსპექტივიდან დაინახოს რეალობა, გაიგოს საკუთარი უფლებები, თავი დაიცვას და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს. ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება „მირაბალდები“. იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობის მხარდამჭერი ნებისმიერი მსურველი გახდეს, ორგანიზაცია ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე დავამატეთ. აღსანიშნავია ის, რომ Tegeta.care-ზე სწორედ ის ბენეფიციარები გვყავს გაერთიანებული, რომლებიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ და გარდა დონაციის შესაძლებლობისა, ჩვენ მათთან პარტნიორობით არაერთ პროექტს ვახორციელებთ.“
ქალების გაძლიერების მიზნით საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობაში თუნდაც მცირედი წვლილის შეტანას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. გადამწყვეტია სურვილი - ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ქალები არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ ძალას იპოვიან, რომ ფეხზე მყარად დადგნენ და სამომავლოდ სხვა ქალებიც გააძლიერონ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















