გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მხარდამჭერია
საქართველო, თბილისი - 17:10 | 02.04.2025 ნანახია: 1106
ქვეყანაში, სადაც აუტიზმის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ საჭიროებს გაძლიერებას, არსებობს სივრცეები, რომელიც იმედისა და წინსვლის სიმბოლოდ იქცა. 2010 წელს ბავშვთა აუტიზმის პირველი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა - გაჩნდა ადგილი თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისთვის. ცენტრის მოდელზე, დღეს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსგავსი სივრცე ფუნქციონირებს, თუმცა აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრულებისთვის საჭირო სერვისები კვლავ მიუწვდომელია.
მშობლების ყველაზე დიდ კითხვას: „რა იქნება ჩემ შემდეგ?“ „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდმა“ ახალი ამბიციური მიზნით უპასუხა, შეექმნა „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრი“ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ცენტრის მიზანია, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

თათია მელაშვილი, „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საქმიანობის დასაწყისში 700-ამდე სპეციალისტი გადავამზადეთ, რომლებიც დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და ცენტრში აგრძელებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. ახლა ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ აუტიზმის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულებს, რომელთაც ამ ეტაპზე არანაირი შესაბამისი სერვისი არ გააჩნიათ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მათაც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად განავითარონ თავიანთი პოტენციალი. ამ გზაზე „თეგეტასთან“ პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერა გადამწყვეტი შეიძლება იყოს. გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მათთვის ნათელი მომავალი და ვიამაყოთ მათი მიღწევებით“.
„აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი,“ რომელიც „ფერად ქალაქს“ აშენებს, სრულიად საქველმოქმედოა და მთლიანად შემოწირულებაზეა დამოკიდებული. ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერით უკვე აშენდა 5 კოტეჯი, ხოლო მე-6 კოტეჯის მშენებლობა მალე დასრულდება. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგია“, რომელმაც ინფორმაცია „ფერადი ქალაქის“ შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განათავსა და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მისცა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებიდან გამომდინარე მუდმივად ვცდილობთ, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის აშლილობით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დიაგნოსტირდება და მათთვის შესაბამისი სერვისების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „თეგეტა“ მხარს უჭერს „ფერადი ქალაქის“ პროექტს – ინიციატივას, რომელიც მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების შეძენაში დაეხმარება. გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ გარემო, რომელიც აუტიზმის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს – მომავალს, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება“.
„ფერადი ქალაქი“ ერთგვარი ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ასევე მოიცავს მშობლების მხარდაჭერის კომპლექსსა და კრიზისული პერიოდების მართვის სწავლის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, კიდევ უფრო კარგად გადამზადდებიან სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის წარმატების საწინდარი არიან. „ფერად ქალაქში“, კოტეჯების გარდა, იქნება სპორტული და ცენტრალური სასწავლო კომპლექსი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც მოზარდები ისწავლიან მებაღეობას, ხელობას და ეცდებიან საკუთარი ნიჭის რეალიზებას. ეს არ იქნება მათთვის საცხოვრებელი სივრცე - ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ საზოგადოებაში მარტივი და თავისუფალი ინტეგრაციისათვის.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















