Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა
საქართველო, თბილისი - 17:15 | 07.04.2025 ნანახია: 1120
Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართველი არტისტის, მაკო ლომაძის გამოფენას მასპინძლობს. მხატვარი პირველია, რომლის შემოქმედებაც პროექტის - Bentley Exhibitions-ის ფარგლებში აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში გამოიფინა. შოურუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენების სერიას. დამთვალიერებელი გაეცნობა თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავ ნიმუშებს, რომლებსაც Bentley-სთან მთავარი მახასიათებელი - სრულყოფილებისკენ სწრაფვა აკავშირებს.
მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენის კონცეფცია ბუნებისა და ხელოვნების შერწყმას ეფუძნება. გამოფენა ორ სერიას აერთიანებს, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის, თვითრეფლექსიის თემატიკას მოიცავს. მხატვარი იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი ნამუშევრები მდიდარია სიმბოლიზმებით.

მაკო ლომაძე, არტისტი: „ჩემთვის ნამუშევარი მხოლოდ ვიზუალური ობიექტი არ არის. ის არის უხილავი კავშირი შემოქმედსა და მნახველს შორის. ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე ეხება შინაგან თვითრეფლექსიასა და გარე სამყაროს დაკვირვებას შორის დიალოგს. ვმუშაობ პირად გამოცდილებებზე და უფრო ფართო ეგზისტენციალურ თემებზე, რომელთა ვიზუალურ ენად გარდაქმნა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული საშუალებაა. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი სერია: Point Nemo და Land of Invisible Bugs. Point Nemo, როგორც დედამიწის ყველაზე შორეული წერტილი, გამოხატავს იზოლაციის პარადოქსს – ერთდროულად სიმარტოვესა და თვითშემეცნების შესაძლებლობას. Land of Invisible Bugs კი იკვლევს იმ უხილავ ძალებს, რომლებიც ჩვენს რეალობას ქმნის. Bentley-სთან თანამშრომლობა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის. მათი ელეგანტურობისა და სრულყოფილების კოდებთან ჩემი ნამუშევრების დიალოგმა საშუალება მომცა, ხელოვნება ახალ, დინამიკურ კონტექსტში წარმომედგინა“.

Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რაც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს გულისხმობს. ბრენდის შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერიაა.
სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. ბრენდისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები მათთვის მაღალი მატერიების გაზიარების გზით.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის საქართველოში ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს დაეთმობა.
ჩვენ უკვე ვმასპინძლობთ პირველ გამოფენას, რომელიც ახალგაზრდა არტისტის მაკო ლომაძის ნამუშევრებს ეთმობა. მაკო წარმატებული არტისტია და მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია გლობალურ ბაზარზე. ეს ნამუშევრები თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი თითოეული გამოფენა ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება. მათ შორისაა მდგრადობის საკითხიც, რაც Bentley-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავაცნოთ ბრენდის ხედვა, ამის ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი ხელოვნება ავირჩიეთ“.
მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა 14 მარტს გაიხსნა და ვიზიტორებს 15 მაისამდე უმასპინძლებს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















