რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის - მიხაილ გალუზინი
საქართველო, თბილისი - 12:08 | 14.04.2025 ნანახია: 913
მზად ვართ საქართველოსთამ დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა ჩვენ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა, მას შემდეგ რაც ამ რეჟიმმა სცადა აგრესია მოეხდინა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმო ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას ექვემდებარება. თავად მის წინააღმდეგ უამრავი სარჩელია.
გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. როგორც მივხვდი, იგივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართ. და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია.
ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არსებული რეალობის გონივრული აღქმის საფუძველზე“, - განაცხადა გალუზინმა.
გალუზინის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.
„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დაკავშირებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩვენს პოზიციასთან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებული გადახედვას არ ექვემდებარება.
მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება. და ამისთვის ბევრი შესაძლებლობაა.
საქართველოსთვის რუსეთი კვლავ რჩება საკვანძო ბაზარად ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტების და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოს ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია.
რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები. .
ვხელმძღვანელობთ რა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირების გაგებით, ორი ხალხის საკეთილდღეოდ ყოვლისმომცველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის.
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღუდგა. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იქამდე, რამდენადაც ქართული მხარე იქნება მზად წავიდეს. ჩვენთვის აქ არანაირი შეზღუდვა არ არის“, - განაცხადა გალუზინმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არია გააფართოვოს ავიამომისვლაც
„ის ფართოვდება ტურისტულ სეზონის პიკის დროს. გასულ წელს საქართველოს დაახლოებით 1,5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია.
საჰაერო მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება 1993 წლის სპეციალიზებული მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე, ამჟამად მოიცავს დაახლოებით 16 მარშრუტს და დაახლოებით 60 ფრენას. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საჰაერო სერვისი შეიძლება გაფართოვდეს“,- თქვა გალუზინმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, მზად იქნება თუ არა რუსეთი, რომ საქართველოს მხრიდან გზავნილის შემთხვევაში მასთან დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტები აღადგინოს, გალუზინმა უპასუხა, რომ ეს, "სავარაუდოდ, მართალია".
"დიპლომატებს არ უყვართ პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, რომლებიც იწყება სიტყვით "თუკი", თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ სავარაუდოდ მართალი ხართ". - თქვა გალუზინმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















