იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 19:03 | 29.04.2025 ნანახია: 1126
ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის გამო მოთმინებას კარგავს, საბოლოოდ უნდა აიძულებდეს რუსეთს, შეწყვიტოს დროის გაყვანა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავდროულად, მან აღიარა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, ტერიტორიულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გათვალისწინებით.
გამოცემამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრამპი სტუბის აზრს უსმენს, რადგან ფლორიდაში გოლფის ერთად თამაშიდან ერთი დღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრემლზე „გაბრაზებული“ იყო და რუსული ნავთობის შემძენ ქვეყნებს სანქციებით დაემუქრა.
და სულ რაღაც რამდენიმე საათში, რაც ტრამპი და სტუბი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე გვერდიგვერდ ისხდნენ, ამერიკის პრეზიდენტმა მკაცრი განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დარტყმების შესახებ.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ თავად სტუბი არაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მას გავლენა აქვს ტრამპზე და თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ხელმძღვანელობენ ევროპულ მცდელობებს უკრაინაში ომის დასრულებისთვის და მისი როლი მხოლოდ „საქმის სწორი მიმართულებით წარმართვაა“.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ბოლო საუბრის შემდეგ ის მიხვდა, რომ ტრამპი გაღიზიანებულია.
„პრეზიდენტს მოთმინება ეწურება და ჩვენ საკმაოდ მკაცრი განცხადებები მოვისმინეთ პუტინისა და რუსეთის შესახებ.
ამიტომ, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს“, - თქვა სტუბმა და დასძინა, რომ ამან შეიძლება „სინამდვილეში საქმეები სწორი მიმართულებით წაიყვანოს“, რადგან რუსეთს იძულებულს გახდის, შეწყვიტოს მოლაპარაკებების შეფერხება.
სტუბის თქმით, სახელმწიფოებრიობა შედგება მიწის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისგან და ფინეთმა დაკარგა სამიდან ორი 1940-იან წლებში.
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, სურვილი ჰქონდა, უკრაინას სამივე შეენარჩუნებინა, მაგრამ ახლა შესაძლებლად მიიჩნევს უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას.
„სამიდან ორს მაინც თუ მივიღებთ უკრაინისთვის, ვფიქრობ, ეს შესანიშნავია, მაგრამ ფინეთი არასოდეს აღიარებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ამ ომის დროს რუსეთის მიერ არის ანექსირებული“, – აღნიშნა ალექსანდერ სტუბმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















