ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:07 | 07.05.2025 ნანახია: 1154
საავტომობილო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გამოფენა Leasing Expo, რომელიც ერევანში ყოველწლიურად იმართება, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. Premium Machinery Armenia-ს (PMA) გენერალური სპონსორობით ჩატარებულ ღონისძიებას 9 000 უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. PMA „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიაა სომხეთში და ისეთ მსხვილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიც არის JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni და სხვა.
Premium Machinery Armenia უკვე მესამე წელია, ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერს Leasing Expo-ს და ამით ცდილობს, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპანიას, პროდუქციის წარმოჩენასა და მათ რეალიზაციაში. ამასთანავე, გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, პოპულარიზაცია და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Leasing Expo 2025-ის ღონისძიებაზე გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ისე დამსწრეთა რაოდენობა და შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდები მომხმარებლისათვის სათანადოდ წარგვედგინა. საგამოფენო ცენტრ „მერიდიანში“ მომხმარებელს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი ტექნიკის შესახებ. მათ შორის იყო JCB, Renault Trucks, Sitruk და სხვა. საექსპოზიციო კომპლექსში შვიდი ლოკაცია გვქონდა ათვისებული. მათგან ორი ღია სივრცეში, სადაც სტუმრებს სატესტო და დემოშოუები შევთავაზეთ. გვინდოდა, მომხმარებლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, უფრო კარგად გასცნობოდა ტექნიკურ პარამეტრებს და თავად შეეგრძნო პრემიუმ ბრენდების ძლიერი მხარეები თუ კომფორტი. საბოლოოდ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - გამოფენის ფარგლებში, 27 პირი დაინტერესდა ჩვენი ტექნიკით და, Leasing Expo-ს პირობების შესაბამისად, სალიზინგო მომსახურებაზე შეიტანა განაცხადი. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ბრიტანული პრემიუმ ბრენდის, JCB-ს ტექნიკაზე იყო. ვფიქრობთ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი პროდუქციის წარმოსაჩენად ყველაზე სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტია“.

Premium Machinery Armenia-მ „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრის სტუმრებს გლობალური ბრენდების ფართო სამოდელო რიგი, მათ შორის ახალი მოდელები წარუდგინა. სამშენებლო და კომერციული ავტოტრანსპორტი განთავსებული იყო როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია ტექნიკის, აქციებისა და გადახდის პირობების შესახებ. შენობაშივე იყო მოწყობილი სივრცე, სადაც დამსწრეებს VR სათვალის გამოყენებით ვირტუალური ტესტირების საშუალება მიეცათ. ამასთან ერთად, უშუალოდ დარბაზში რამდენიმე კონცეპტუალური სტენდი განთავსდა, სადაც Premium Machinery Armenia-მ Bridgestone-ის, Shell-ისა და Mobil-ის პრემიუმ საავტომობილო პროდუქცია წარადგინა.
საექსპოზიციო კომპლექსის ღია ნაწილში კი JCB-სა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქციის სადემონსტრაციოდ დემოშოუ მოეწყო, რა დროსაც პრემიუმ კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
ცალკე გამოიყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, ასევე სექტორში არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე მსჯელობისათვის.
Leasing Expo ერთადერთი მასშტაბური გამოფენაა სომხეთში, რომელიც მანქანა-დანადგარების სექტორზეა ორიენტირებული. ექსპოზიციას წელს 50 მონაწილე კომპანია ჰყავდა, მათ შორის 40 მსხვილი ბიზნესი და რამდენიმე მცირე მეწარმე. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი.
Leasing Expo მონაწილეებს ერთი წლით დაემშვიდობა. Premium Machinery Armenia-ში აცხადებენ, რომ მომდევნო, 2026 წლის გამოფენას განახლებული პორტფელით და ახალი ბრენდებით შეხვდებიან. ამავდროულად კომპანია წელს 40%-იან ზრდასა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას გეგმავს.
ცნობისათვის, „თეგეტას“ სერვისპარტნიორი კომპანია ერევანში მუნიციპალური ტრანსპორტის, MAN-ის ავტობუსების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობა უკვე ორი წელია, გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს, რომლებიც ერევნის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგმა“ მიაწოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















