სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე
საქართველო, თბილისი - 15:34 | 13.05.2025 ნანახია: 903
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ავიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი გაგზავნილ ღია წერილს სამარცხვინოს უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, წერილში კარგად ჩანს ივანიშვილის ხელისუფლების სასოწარკვეთილებად ა აჩვენებს იმას, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს".
"ეს წერილი პირველ რიგში არის სამარცხვინო, იმიტომ რომ აქ დაცული არ არის არცერთ არც პროტოკოლური, არც მეგობრული არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა და რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ, რაც ჩანს ის არის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ. აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების, იმის მიმართ, რომ პირველ რიგში ალბათ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს. ვერც "MEGOABRI აქტის" შედეგებს ვერ დაალაგებს და ცხადი არის, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის "ქართული ოცნების" წრეში და ამის გამომჟღავნება არის ეს წერილი. რომელსაც ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და ალბათ მას დღეს ამისთვის არ ცალია და ნაკლებად ცალია, მაგრამ, ვინც წაიკითხავს ძალიან სამწუხარო არის მათთვის, რადგან ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, როცა ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება საქართველოს, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა და მოამზადა. 30 წელი ჩვენ ვიყავით ერთ- ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების და ეს არის ჩვენი პასუხი და ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი. ეს მაჩვენებელი არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების ჩამოშლის, მორალურად ჩამოშლის და პოლიტიკურად ჩამოშლის ეს არის ის, რაც უნდა დავინახოთ ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















