ზელენსკი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად ანკარაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 15.05.2025
ნანახია: 36

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მოლაპარაკებები.

მედიის ცნობით, რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების და ამ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„პრეზიდენტი თავის ვიზიტს ანკარაში ერდოღანთან იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას", - განუცხადა სააგენტო Reuters-ს წყარომ.

შეგახსენებთ, სტამბოლში დაგეგმილია რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრაზე ხაზს გაუსვამს ანკარის პოზიციას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანი ზელენსკისთან განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენების ყველა ასპექტს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე