მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
საქართველო, თბილისი - 16:15 | 15.05.2025 ნანახია: 38- „თეგეტა მოტორსში“ უსაფრთხოების კვირეული გრძელდება
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი სეზონის ცვლილებისას, როდესაც ტემპერატურა მატულობს და გზებზე მობილობა იზრდება. „თეგეტა მოტორსი“ წლებია მოუწოდებს მომხმარებლებს - პასუხისმგებლობით მოეკიდონ სეზონურ ცვლილებებს და ავტომობილი შესაბამისად გამართონ. ამჯერად კომპანიამ მომხმარებელს, გაეროს უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, არაერთი შეთავაზება მოუმზადა. 18 მაისის ჩათვლით BRIDGESTONE-ის ბრენდის საბურავების სრულ ასორტიმენტსა და ATE-ს ხუნდებზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაისის ბოლომდე ხელმისაწვდომია შემდეგი შეთავაზებებიც:
- BRIDGESTONE-ის საბურავები სპეციალურ ფასად: BRIDGESTONE 205/55R16 T005 91W - 200₾, BRIDGESTONE 195/65R15 91H EP150 - 150₾.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება, საბურავია, რადგან ის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით ჩავანაცვლოთ. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, რაც თავიდან აგარიდებთ ავტოსაგზაო შემთხვევებს, განსაკუთრებით სველ ზედაპირზე გადაადგილებისას.
BRIDGESTONE - იაპონური წარმოშობის, საბურავების წამყვანი ბრენდი. მისი მთავარი უპირატესობებია: პრემიუმ ხარისხი, უსაფრთხოება და ინოვაცია. ლიდერია საბურავების წარმოების ტექნოლოგიაში - გამოირჩევა უახლესი ინჟინერიითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. აქვს მაღალი მოჭიდება და დამუხრუჭების შესაძლებლობა, განსაკუთრებით სველ გზაზე გადაადგილებისას. გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით - იდეალურია შორ მანძილზე მგზავრობისთვის. BRIDGESTONE-ის საბურავებით აღჭურვილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Lamborghini, Toyota, BMW, Mercedes-Benz, Audi და სხვ.
- 20%-იანი ფასდაკლება MOTUL, SHELL, MOBIL-ის ზეთებზე.
ზოგადად, საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ძრავა დაზიანდეს. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს პრემიუმ ბრენდების პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს.
MOTUL - პრემიუმ ხარისხის ფრანგული ზეთი, რომელიც იდეალურია მაღალი წარმადობის ძრავებისთვის, ხშირად გამოიყენება რბოლებში და გამოირჩევა თერმული მდგრადობით. 100%-ით სინთეტიკური ზეთები უზრუნველყოფს ძრავის უმაღლეს დაცვას და მაქსიმალურ სიმძლავრეს.
SHELL - უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძრავის დაცვასა და უსაფრთხოებას. SHELL-ის ზეთები ხელს უწყობს მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამცირებს ნალექისა და ჭუჭყის დაგროვებას. მის ხარისხზე მეტყველებს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა: Ferrari, BMW, Hyundai. პროდუქციის დამზადებისას გამოყენებულია PurePlus ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავესა და ეფექტიანობას.
MOBIL - ამ ბრენდის მთავარი უპირატესობაა ავტომობილის იდეალური დაცვა ყველა სეზონზე და ძრავის ხანგრძლივი მუშაობის უზრუნველყოფა. MOBIL-ის ზეთები უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავეს. გათვლილია ექსტრემალურ ტემპერატურაზე. კომპანია თანამშრომლობს ისეთ პრემიუმ ბრენდებთან, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-AMG, Cadillac.
- 20%-იანი ფასდაკლება MACPOWER PREMIUM-ისა და EXIDE-ის, ხოლო 10%-იანი ფასდაკლება VARTA-ს აკუმულატორებზე
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
MACPOWER PREMIUM - აკუმულატორები აღჭურვილია უსაფრთხოების ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილს იცავს მოკლე ჩართვისა და გადახურებისგან. გამძლეა როგორც ცივ, ისე - ცხელ ამინდში. ხელმისაწვდომი ფასის, სანდოობისა და ხარისხის გათვალისწინებით, მძღოლები ამ ბრენდზე არჩევანს ხშირად აკეთებენ.
EXIDE - აკუმულატორების ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი მსოფლიოში, 130- წლიანი გამოცდილებით. გამოირჩევა მაქსიმალური სიმძლავრითა და გამძლეობით. იტენება სწრაფად და დატვირთულ რეჟიმში მუშაობს იდეალურად. ის არის აკუმულატორების ოფიციალური მიმწოდებელი ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Ford, Fiat, BMW და სხვა. EXIDE-ის პროდუქციის AGM და EFB ტექნოლოგია კარგად ერგება თანამედროვე Start-Stop-სისტემიან და მაღალი ელექტრული დატვირთვის ავტომობილებს.
VARTA - გერმანული პრემიუმ ბრენდი, მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სიმბოლო. აკუმულატორები გამოირჩევა უსაფრთხოებით, მაქსიმალური სიმძლავრითა და სტაბილურობით ნებისმიერ ამინდში. ენერგიას ინარჩუნებს ავტომობილის ხანგრძლივი დგომის შემთხვევაშიც კი. VARTA-ს ორიგინალ აკუმულატორებს ვხვდებით ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: Mercedes, BMW, VW, Audi. AGM და EFB ტექნოლოგიები შესაფერისია ჰიბრიდებისთვის, ენერგომხარჯველი სისტემებისა და პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვის, სადაც მაქსიმალური ხარისხი და ხანგრძლივობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
- 30%-იანი ფასდაკლება JBM-ის, ხოლო 20%-იანი ფასდაკლება TOPTUL-ის ხელსაწყოებზე.
JBM - ევროპული ბრენდი, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროფესიონალურ და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებს. მისი ძირითადი უპირატესობებია გამძლეობა, მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომობა და პროდუქციის ფართო არჩევანი - ხელის ინსტრუმენტები, ავტოსერვისის მოწყობილობები და სხვა.
TOPTUL - აწარმოებს მაღალი ხარისხის ხელსაწყოებს ავტოსერვისისა და ინდუსტრიისთვის - გამორჩეულია გამძლეობითა და ეფექტიანობით. პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადით, რომელიც უძლებს კოროზიას. მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი და ხასიათდება ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, დამატებით შეთავაზებები მოქმედებს Tegeta Shop-ზე. საბურავებისა და ნაწილების სრულ ასორტიმენტზე ხელმისაწვდომია 10%-იანი ფასდაკლება. ამასთანავე, ფილიალებში ისარგებლებთ ჰაერისა და სალონის ფილტრის უფასოდ შეცვლის სერვისით
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი
- კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაიბარონ პოლიტიკოსები და ისინი არ მივიდნენ, რადგან არალეგიტიმურია კომისია, შემდეგ მიეცეთ საშუალება, დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ - სალომე ზურაბიშვილი
- ასეთი საკადრო ცვლილებები მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს, 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს - ირაკლი კობახიძე
- სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე
საზოგადოება
- როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება
- პაციენტებსა და მედპერსონალს საფრთხე არ ემუქრება, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე - „თოდუას კლინიკა“
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
სამართალი
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
მსოფლიო
- ზელენსკი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად ანკარაში ჩავიდა
- მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში მოკლეს
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს