როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
საქართველო, თბილისი - 17:57 | 15.05.2025 ნანახია: 1029
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება თანამედროვე გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენას.
კეთილშობილი კავკასიური ირემი, არჩვის სამხრეთკავკასიური ქვესახეობა და კასპიური შურთხი - ეს იმ სახეობათა ჩამონათვალია, რომელთა მცირე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საირმის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეინიშნება. ეკოლოგიური რესურსებითა და ბუნებრივი ლანდშაფტით მდიდარი ადგილი საუკეთესო პირობებს ქმნის საფრთხეში მყოფი სახეობების დასაცავად.
ისტორიული პროექტისა და „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის დამტკიცების შემდეგ ამ მისიის განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვაზე პასუხისმგებლობა ახლა ლიცენზიატს ეკისრება, რომელიც მოვალეობას გეგმის მიხედვით ასრულებს. უსაფრთხო გარემო უმთავრესი ფაქტორია, რაც, მაგალითისათვის, კეთილშობილი კავკასიური ირმის საირმეში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ამ დროისათვის დაახლოებით 1000 კავკასიური ირემია, რაც საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია. მისი დნმ სრულიად განსხვავდება ევროპაში გავრცელებული სახეობისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოყვანა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ დნმ-ის დადასტურებითა და სახელმწიფოს ნებართვით. არსებობს მეორე გზაც, რომელიც საირმის ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. აუცილებელია, ტერიტორიაზე შეწყდეს ბრაკონიერობა, გაკონტროლდეს მტაცებელთა რაოდენობა, შემოისაზღვროს დაცული ტერიტორია, რომელიც 10 000 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, და მუდმივად კონტროლდებოდეს.

რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „კეთილშობილი კავკასიური ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, გურია-აჭარის ქედზე, ლაგოდეხის ნაკრძალში, ასევე, გარდაბნის აღკვეთილში გვხვდება. მცირედი შემოსვლები აღინიშნება საირმეში, სადაც ამ დროისათვის მიმდინარე პროცესები იმედის მომცემია. ტერიტორია აღჭურვილია დაცვით, ყველგანმავალი ავტომობილებით მიმდინარეობს მონიტორინგი, დამონტაჟებულია ფოტოხაფანგები, პროცესში ჩართულია დრონები. თუ ტყე დაცული იქნება, საირმეს ირემი დაუბრუნდება.
რაც შეეხება ირმის გამრავლების შესაძლებლობებს, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოპულაცია იქვეა, აბასთუმნის თავზე. თუ მას საირმეში უსაფრთხო გარემო დახვდება, ირემიც შემოვა, ეს ბუნებრივი პროცესია. ბიჟინი (ირმის ნაშიერი) სადაც იბადება, იქვე რჩება, ის ადგილი იქცევა მის სამშობლოდ.
მეორე ვერსიაა ირმის საშენში გამრავლება, რომლის მოწყობის ვალდებულებაც „საირმეს რეკრეაციულმა ფერმამ“ აიღო. ის შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კი ლიცენზიატისთვის წინაპირობაა, სახელმწიფოსგან მიიღოს უფლება, ბუნებაში მოიპოვოს ირემი გამრავლების მიზნით და შემდეგ უკან გაუშვას. მესამე გზა კი მისი სხვა ქვეყნიდან შემოყვანაა, თუმცა მხოლოდ დნმ-ის გადამოწმებით. ამას თავისი უპირატესობები აქვს – სხვადასხვა ბუდის ირმების შეჯვარებით სისხლი განახლდება. ეს ძალიან კარგი იქნება არა მხოლოდ საირმისთვის, არამედ მთელი ბორჯომ-ხარაგაულის აკვატორიისთვის“.
ცხოველთა მოპოვების უფლების მისაღებად საშენი შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. აუცილებელია დიდი ტერიტორია, დაცული ღობითა და სამეთვალყურეო სისტემით. ამასთანავე, თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებშივე, ტყეში მალე გაჩნდება სამარილეებიც, რაც ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება-დარჩენას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ფერმაში ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. ასევე, დამონტაჟებულია 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გაიზრდება და სათანადო ლოკაციებზე განთავსდება.

„საირმე, რომელიც ცნობილია, როგორც სამკურნალო და საკურორტო ზონა, თავისი ტენიანი კლიმატითა და ტყიანი ტერიტორიებით იდეალურ გარემოს ქმნის ირმებისთვის. რეგიონს აქვს საკვები რესურსები, წყლის საკმარისი მარაგი და შედარებით დაცული გარემო – ეს ყველაფერი აუცილებელია ირმის პოპულაციის წარმატებული გამრავლებისთვის. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ქვეყანაში არანაკლებ 60-70 000 ერთეული კავკასიური ირემი უნდა იყოს. როცა ეს ციფრი 1000 ერთეულს სულ ოდნავ აღემატება, ნიშნავს, რომ ეს პოპულაცია კვდება“, – ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში განთავსებულმა ფოტოხაფანგებმა ტერიტორიაზე აღმოაჩინა კიდევ ერთი საინტერესო არჩვის ქვესახეობა (ლათ. Rupicapra rupicapra aziatica), რომელიც ასევე წითელ ნუსხაშია დაცული. საქართველოში მისი ორი ქვესახეობაა და, როგორც სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, ორივეს დაცვა სჭირდება.

პროექტის ფარგლებში, მაისის მეორე ნახევრიდან საირმის ტყეში ექსპერტთა საველე გასვლები იგეგმება.
„ვვარაუდობთ, რომ მეურნეობის ტერიტორიაზე, მთების კლდოვან ნაწილში არის კასპიური შურთხიც. თუ დადასტურდა, ეს ძალიან სასიხარულო აღმოჩენა იქნება, ცნობილია, რომ ისიც გადაშენების პირასაა. ამის მიზეზი უმეტესწილად არარეგულირებული ძოვება გახდა. მაგალითად, ცხვრის ფარა ფრინველის საბუდარ ადგილებში ძოვისას ხშირად ფრინველის ბუდეებს ანადგურებს.
თუ ველური ბუნება გაქრება, გაქრება შინაური ცხოველიც და ადამიანიც. ერთი რგოლის ამოვარდნაც კი ყველაფრის რღვევას განაპირობებს. ვფიქრობ, პასუხისმგებლობიანი მეურნეობების გაჩენა ამ პროცესის შეჩერებას და წითელ ნუსხაში არსებული ცხოველების გადარჩენა-გამრავლებას შეუწყობს ხელს“, – გვითხრა რევაზ ბეჟაშვილმა.
გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, მათ შორის კეთილშობილი კავკასიური ირმის დაბრუნება, საირმეში ფართო მიზანს, ეკოლოგიურ თანასწორობას ემსახურება და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარემოს დაცვის უმთავრეს ფაქტორთან ერთად, საირმეში დაწყებული მასშტაბური პროექტი დაეხმარება და წაახალისებს ეკოტურიზმს საქართველოში, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















