„ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:42 | 16.05.2025 ნანახია: 1013
ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ქოლგა“, წელს უკვე 24-ედ გაიმართა. 5-დღიანი ღონისძიება საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ფოტოხელოვანების გამოფენებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა.
ფოტოკვირეულის მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მესამე წელია, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეულის პარტნიორი „ვოლვო ქარ საქართველოა“.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველო“ უკვე წლებია, მხარს უჭერს საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი თანამშრომლობა ფოტოხელოვანების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“, გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, ყოველწლიურად ავლენს საკუთარ რჩეულს და სპეციალურ პრიზს გადასცემს მას. ჩვენ ვცდილობთ, არჩეული ფოტო იდეურად ახლოს იყოს ბრენდის ღირებულებებთან. წელს ჩვენი რჩეული სანდრო დარახველიძე გახდა.
კონკურსის მხარდაჭერის პარალელურად, წელს გამოფენაზე წარმოდგენილი ვიყავით ძალიან საინტერესო ინტერაქციული ინსტალაციით, რომელიც ადამიანის სილუეტს იმეორებდა. მნიშვნელოვანია ის ტექსტიც, რომელიც ამ ინსტალაციას ქმნიდა და წარმოაჩენდა „ვოლვოს“ უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს, მის ინდივიდუალიზმსა და ხელოვნების კავშირს ინოვაციებთან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი გვქონდა ჩვენი საკულტო P1800, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სტუმრებს ცნობილი ფოტოგრაფების იმ კადრების ნახვაც შეეძლოთ, რომლებიც „ვოლვოს“ სხვადასხვა ავტომობილს ასახავს“.
ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოზე“ წელს 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა 900-ამდე ფოტოპროექტი წარადგინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდნენ სპეციალური პრიზების გამარჯვებულები. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ნაიჯელ დიკინსონი დიდი ბრიტანეთიდან, თინა შელჰორნი და ვოლფგანგ ცურბორნი გერმანიიდან, რიჩარდ ბრამი და ვინს ჩიანი აშშ-იდან. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.
ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ნებისმიერი თანადგომა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. თუმცა წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან ფესტივალი მთლიანად კერძო კომპანიების დაფინანსებით ჩატარდა. მათი მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში ვიზუალური და შინაარსობრივი კუთხითაც ამდიდრებს ჩვენს ღონისძიებებს. წელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ მიერ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ვიზუალურმა არტმა მნახველებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს ვოლვოს რეტრო მანქანის გამოჩენა სხვადასხვა თაობის ადამიანებში“.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. კვირეულის მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი არტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად პლატფორმის შეთავაზება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















