სტამბოლში შეხვედრაზე რუსები პროვოკაციულად და უხეშად იქცეოდნენ, ისევე როგორც 2022 წელს გამართული მოლაპარაკებების დროს, იმეორებდნენ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია - მიხაილო პოდოლიაკი
საქართველო, თბილისი - 16:32 | 19.05.2025 ნანახია: 1061
სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინას რამდენიმე არარეალისტური მოთხოვნა წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დემონტაჟი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, გამოცემა Rzeczpospolita-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მედინსკიმ ([ტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი] წაიკითხა ბარათიდან მოთხოვნები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ის ტერიტორიებიც კი, რომლებიც რუსეთს ჯერ არ აქვს ოკუპირებული... მათ ასევე სურთ ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა, რათა უარი ვთქვათ ნებისმიერ სამხედრო ალიანსში მონაწილეობაზე“, - განაცხადა მან პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსებმა მოითხოვეს, რომ უკრაინამ უარი თქვას თავდაცვის ინდუსტრიაზე და არ მიიღოს იარაღი დასავლეთის ქვეყნებისგან. მან აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციამ გაიმეორა მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია.
პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები ფარსი იყო, რადგან ვლადიმირ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.
მან აღნიშნა, რომ რუსები პროვოკაციულად და უხეშად იქცეოდნენ, ისევე როგორც ეს 2022 წლის მარტში მოლაპარაკებების დროს მოხდა. ისინი ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ საპირისპირო მხარეს მყოფ თანამოსაუბრეებს... და ისინი ისე იქცევიან, თითქოს ომი გუშინ დაიწყო. ეს კლასიკური რუსული დიპლომატიაა“, - თქვა პოდოლიაკმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















