ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:23 | 06.06.2025 ნანახია: 1542
სამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვადახუჭული დარჩებით, - ასე ეხმიანება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მზია ამაღლობელის დაკავების საქმეს და ამბობს, რომ უსამართლობაა, ჟურნალისტი ქალის ციხეში ჩასმა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მაშინ, როდესაც ჟურნალისტების ცემისა და სასტიკი ძალადობისთვის დღემდე არავინ არის დაკავებული.
"ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ის ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ... ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ -5-7 კაცი ფეხებით დაადგა და ქუსლებით ცემდნენ მიწაზე დავარდნილს - ახლა კითხვა დავსვათ, რომელია უფრო დამნაშავე?
თუ ეს დამნაშავეა, რომ ამ პოლციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ ღვთის შეწევნით, თორემ მათი ხელიდან რომ მკვდრები იქნებოდნენ. აი დასვი კითხვა - რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები.
ასეთი უსამართლობები რომ ხდება, ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭულები დარჩებით მთელი ცხოვრება.
როდესაც ცუდ რამეს ჩადიხარ, მაშინაც კი არ უნდა დაგეხუჭოს თავლი და გონება ხედავდე სად არის სამართალი და რომელია მართალი? ანუ შენ რო დაეცე, უნდა ხედავდე რომ დაცემული ხარ და დღეს რომ უსამართლობა ხდება, იმათგან ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არა მოხლოდ ხედავდეთ, უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა. ამბობს ბევრი, ხედავს ბევრი, ამიტომაც ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ, მართლები არიან, სიმართელს მიყვებიან, ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება შემდეგში. როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ რომ ის ბოროტებაა, რადგან ერთხელ უკვე მიიღეს", - თქვა არქიმანდრიტმა ქადაგებისას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















