Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
საქართველო, თბილისი - 17:33 | 06.06.2025 ნანახია: 1236
28 მაისს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს უმასპინძლა. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, უნიკალური გამოცდილება მიეღო და ავტომობილზე ზრუნვის განსხვავებულ ასპექტებს გასცნობოდა. behind the scene - ეს არის გლობალური კონცეფცია, რომელშიც ევროპის ქვეყნები ყოველწლიურად ერთვებიან. გამონაკლისი არც საქართველოა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ ბრენდის შოურუმსა და სერვისში ავტომობილის მფლობელებს უკვე ტრადიციულად საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ ყველაზე საინტერესო პროცესში, რომელიც ხშირად „სცენის მიღმა“ რჩება. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ ყველა იმ ღირებულებას, რასაც მათ „პორშეს“ სერვისი სთავაზობს. „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსებმა მომხმარებელს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ავტომობილის მფლობელებს, უფრო მეტი შეიტყონ ბრენდის შესახებ და გაძლიერდეს კავშირი.

ვაკო ციცქიშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „behind the scene-ის მიზანია, „პორშეს“ მფლობელებს უფრო სიღრმისეულად გავაცნოთ, რა ხდება სერვისში მაშინ, როცა ისინი ავტომობილებს გვანდობენ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში უხილავია მომხმარებლისთვის. გარდა იმისა, რომ „პორშეს“ მფლობელებს ვაჩვენეთ და გავაცანით ჩვენი სერვისი, მათ დამატებით შევთავაზეთ, ჩართულიყვნენ საკუთარი ავტომობილის მოვლის პროცესში.
„პორშეს“ მფლობელებმა უკეთ გაიცნეს ჩვენი სერვისი, რომელიც სრულად საერთაშორისო სტანდარტებითაა შექმნილი, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.
გარდა ამისა, გვინდა, რომ მომხმარებლებმა გაიცნონ ჩვენი მექანიკოსებიც, რომლებიც ყოველწლიურად გადიან გადამზადებას, აბარებენ გამოცდებს და სერტიფიცირებული არიან „პორშეს“ მიერ. რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივები უფრო მეტად ამყარებს ნდობას ბრენდისა და „პორშე ცენტრი თბილისის“ მიმართ“.

„პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სერტიფიკატებს ფლობენ. სწორედ მათი მაღალი კვალიფიკაცია განაპირობებს იმას, რომ კომპანია რეგიონში „პორშეს“ სერვისის ჰაბად ჩამოყალიბდა. „პორშე ცენტრი თბილისში“ საერთაშორისო ტრენინგებს გადიან მექანიკოსები აღმოსავლეთ ევროპიდან.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















