ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 16:40 | 10.06.2025
ნანახია: 88

სამშაბათს, 10 ივნისს, ავსტრიის ქალაქ გრაცში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ავსტრიის პოლიცია იტყობინება. თავად თავდამსხმელი დაღუპულთა შორისაა. კიდევ რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ შემდგომში განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და საფრთხე აღარ არსებობდა.

მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი ფიქრობდა, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო. ის სკოლის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს, მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი იმ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, სადაც სროლა მოხდა. ის 22 წლის იყო.

ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა გრაცში მომხდარ მოვლენებს „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე