იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 17:52 | 20.06.2025 ნანახია: 1303
- აღმოსავლეთ ევროპაში სტრატეგიული გაფართოებით ბრენდი გლობალურ ზრდას განაგრძობს
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში, ოფიციალურად გაიხსნა Automobili Lamborghini-ს პირველი შოურუმი საქართველოში. ლეგენდარულ იტალიურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ბრენდის კონცეპტუალური შოურუმი სრულად ასახავს Lamborghini-ს გაბედულ, ავთენტიკურ და იტალიური ხიბლით სავსე იდენტობას.

შტეფან ვინკელმანი, Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოს პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Lamborghini-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში. მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას საქართველოში ისეთი პარტნიორის მეშვეობით, როგორიც არის „თეგეტა ჰოლდინგი“ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას. ჩვენი სრულად ჰიბრიდული მოდელების დებიუტი, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, შეესაბამება ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას მდგრადი განვითარების მიმართულებით“.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:„მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, საპატიო სტუმრებსა და ჩვენს მომხმარებელს Lamborghini-ს შოურუმში ვუმასპინძლოთ. ამ ექსკლუზიური თანამშრომლობის საფუძველი საავტომობილო ინდუსტრიაში „თეგეტას“ 30-წლიანი გამოცდილება და პარტნიორების მხრიდან მაღალი სანდოობა გახდა. სრულად ვართ მზად, მომხმარებელს იტალიური ბრენდის სტანდარტების შესაბამის შოურუმში მოვემსახუროთ და მაღალკვალიფიციური სერვისი შევთავაზოთ. ლეგენდარულ ბრენდთან თანამშრომლობა ახალი ისტორიის დასაწყისია როგორც „თეგეტასთვის“, ისე საქართველოს საავტომობილო ბაზრისათვის. ვფიქრობთ, ეს მოვლენა დადებითად აისახება, ცხადია, როგორც ჩვენი ჰოლდინგის, ისე ზოგადად ქვეყნის იმიჯზე“.

ლეგენდარული ბრენდის პრეზენტაციას, ჯამში, 500-მდე სტუმარი დაესწრო. საგანგებოდ ღონისძიებისთვის ერთი დღით პავილიონი მოეწყო, სადაც ინტერაქციული ინსტალაციები ვიზუალური ხელოვნებითა და სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი DJ სეტით შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა. პავილიონიდან დამსწრეებმა საექსპოზიციო სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მათ იტალიის დროშის ფერებში წარმოდგენილი Lamborghini-ს მოდელები დახვდათ. ამ ჟესტით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბრენდის სულისკვეთება.

გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო Lamborghini Temerario-ს დებიუტი საქართველოში - სუპერსპორტული ავტომობილი, რომელიც სრულყოფს ბრენდის ჰიბრიდული მოდელების ხაზს. ეს მოდელი ნამდვილად არის კატეგორიაში გამორჩეული ავტომობილი – „Fuoriclasse“, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ სტანდარტს. მისი 920-ცხენისძალიანი, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ჰიბრიდული ძრავის სისტემა უზრუნველყოფს გამორჩეულ სიმძლავრესა და კომფორტს შეუდარებელი მართვის გამოცდილებისთვის.
ავტომობილი სრულად შემუშავებულია Sant’Agata Bolognese-ში და მისი V8 ძრავა ერთადერთია სერიული წარმოების სპორტულ ავტომობილებს შორის, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, Temerario ასევე გამოირჩევა სალონის სივრცითა და კომფორტით, რაც უზრუნველყოფს მეტ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მანქანა თავის კლასში. ეს მოდელი ინჟინერიისა და დიზაინის ახალი მიღწევაა, რომელიც აერთიანებს მაღალ წარმადობას, ახალი თაობის აეროდინამიკურ სტანდარტებსა და ბრენდის დიზაინერულ იდენტობას.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „თეგეტასა“ და Automobili Lamborghini-ს პარტნიორობა რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციას, არამედ საავტომობილო სექტორის განვითარებას ქვეყანაში, რომლის სათავეშიც უკვე წლებია სწორედ „თეგეტა“ დგას.
ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ამჯერად სუპერქარების მოყვარულები არიან, რომლებსაც მაღალი კლასის ავტომობილების ფართო სამოდელო რიგს შევთავაზებთ. ამასთან ერთად, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები, ვიღებთ პასუხისმგებლობას მაღალი ხარისხის სრულ სერვისმომსახურებაზე. მზადება ამისათვის გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენმა გამოცდილმა მექანიკოსებმა ბრენდის სპეციფიკაციების დეტალურად შესასწავლად რამდენიმეთვიანი კურსები გაიარეს. ვფიქრობთ, შევძლებთ, ქართველ მომხმარებელს Lamborghini-სთვის დამახასიათებელი ემოციებით სავსე ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – TBC WM-ს და Bridgestone-ს, გლობალურ ლიდერს საბურავების წარმოებასა და მდგრადი მობილობის გადაწყვეტილებებში, რომელიც ასევე Lamborghini-ს ოფიციალური პარტნიორია“.

შოურუმი
Lamborghini-ს შოურუმი 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და აგებულია ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად. მისი არქიტექტურა და დიზაინი Lamborghini-ს ესთეტიკასა და ფილოსოფიას ასახავს. თითოეული დეტალი, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, და ყველა გამოყენებული მასალა, მათ შორის მაღალი ხარისხის ევროპული ავეჯი და ტექნიკური ინვენტარი, სრულად შეესაბამება Lamborghini-ს სტანდარტებს.
რაც შეეხება სერვისს, სადაც უშუალოდ Lamborghini-ს მიერ მომზადებული სპეციალისტები მუშაობენ, რვა სამუშაო სივრცისგან შედგება. ავტომომსახურების ნაწილი თანამედროვე დანადგარებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.
Lamborghini-ს მოყვარულებს ექნებათ წვდომა შოურუმში განთავსებულ Ad Personam კონფიგურატორზე, რომლის საშუალებითაც შეძლებენ, თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი შეიძინონ.

Automobili Lamborghini-ს შესახებ
Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა Sant’Agata Bolognese-ში და დღემდე იტალიური ავტოწარმოების გლობალური სიმბოლოა. 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ შექმნა საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე ლეგენდარული მოდელი და გახდა პირველი ბრენდი სუპერსპორტული ავტომობილების სეგმენტში, რომელმაც სრულად ჰიბრიდული მოდელების ხაზი შემოიტანა: Revuelto – V12 HPEV; Urus SE – პირველი plug-in ჰიბრიდული Super SUV; და Temerario – ერთადერთი სუპერსპორტული ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ძრავით.
ამავდროულად, Lamborghini აგრძელებს მნიშვნელოვნად შემცირებულ ემისიებზე ორიენტირებულ განვითარებას. მისი საწარმო უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ნახშირბადნეიტრალურია და ეს ასახავს კომპანიის სტრატეგიას – “Direzione Cor Tauri”, რომელიც მიზნად ისახავს ღირებულებათა ჯაჭვის სრული დეკარბონიზაციას.
ყველა Lamborghini იქმნება და იწარმოება იტალიაში, ახალ ტექნოლოგიურ ქარხანაში, რომელიც წელიწადში 10,000-ზე მეტ ავტომობილს აწარმოებს და ლიდერია როგორც ინოვაციაში, ისე მდგრად განვითარებაში. კომპანია 3,000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და წარმოდგენილია 56 ქვეყანაში 185 დილერის მეშვეობით.
Automobili Lamborghini აგრძელებს საზღვრების გაფართოებას, თავისი ძირითადი ღირებულებების შენარჩუნებით: გაბედული, მოულოდნელი და ავთენტიკური.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















