მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
საქართველო, თბილისი - 00:05 | 27.06.2025 ნანახია: 1386
მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებები ს ჩამორთმევას, -ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია) განაცხადა.
ამ მნიშვნელოვანი შეშფოთების საკითხზე მინდა ვისაუბრო. კონკრეტულად ვაპირებდი პოლიტიკურად დაპატიმრებულ ზურაბ ჯაფარიძეზე და ნიკა მელიაზე. ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მელიას დაპატიმრება არის უფრო დიდი რეპრესიული კამპანიის ნაწილი. ზურაბ ჯაფარიძემ, რომელსაც ხელბორკილები ეკეთა, თქვა, რომ ბოლოს ჩვენ მაინც მოვიგებთ. ეს არის სულისკვეთება იმ ადამიანისა, რომელსაც სჯერა თავისუფლების მაშინაც კი, როდესაც ძალის მიერ არის გაჩუმებული. ეს არის ადამიანი ხმა, რომელიც გაგონილ და მოსმენილ უნდა იქნას ევროპის მასშტაბით.
გასული კვირის ოთხშაბათს, ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას მცირე ზომის ბრალდება წაუყენეს და ამის შედეგად შეიძლება ის დაჯარიმებულიყო. ბადრი ჯაფარიძეს მის თანაგუნდელთან, მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8 თვე მიუსაჯეს ციხეში და 2 წლით აეკრძალათ საქმიანობა. ისინი არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერები, ისინი არიან საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების სიმბოლო და ასევე მზარდი სურვილი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოსთვის ბოლო შესაძლო მომენტში ვართ. თუ სერიოზულები ვართ მათი მხარდაჭერის შესახებ, ვინც მამაცად უწევს წინააღმდეგობას საქართველოში პოლიტიკურ დევნასა, მიზანში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლები. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებებისა და უსაფრთხო თავშესაფრის ფუფუნების ჩამორთმევას მაშინ, როდესაც ისინი სახლში დემოკრატიას შლიან”, - განაცხადა მუნმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















