ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი

საქართველო, თბილისი - 00:10 | 27.06.2025
ნანახია: 28

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების განზრახვა ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.

„ჩვენი სამიზნე რომ ყოფილიყო, მას გავანადგურებდით“, - თქვა კაცმა და დასძინა: „ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა“.

კითხვაზე, მოითხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკის თანხმობა ასეთი ქმედებისთვის, კაცმა უპასუხა: „ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდება“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე