დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
საქართველო, თბილისი - 09:00 | 27.06.2025 ნანახია: 1738
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვეს.
ამის შესახებ კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია მთელი ევროპის უსაფრთხოებისგან.
მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინის რეფორმების მხარდაჭერით და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების შექმნით.
„წარმოუდგენლად რთული გარემოებების მიუხედავად, უკრაინის მთავრობა რეფორმებს შთამბეჭდავი ტემპით ახორციელებს. ამიტომ, ახლა დროა, გავაძლიეროთ ჩვენი მუშაობა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინ წავიწიოთ,“ - განაცხადა კოშტამ.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცახდებით, მაიღწიეს შეთანხმევას, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ყველა ფრონტზე: სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.
„სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ცოტა ხნის წინ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან. ამასთან, ჩვენ უკრაინისთვის 2025 წელს 2 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნის მიღწევის გზას ვადგავართ. მზად ვართ, წინასწარ გამოვყოთ დარჩენილი 11 მილიარდი ევრო „დიდი შვიდეულის“ სესხებიდან. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ თანხის მოთხოვნა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა გააგრძელოს და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს.
„პოლიტიკურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში, რეალური ცეცხლის შეწყვეტის დაწყებით. ჩვენი მე-18 სანქციების პაკეტი სწორედ ამას ისახავს მიზნად", - აღნიშნა ფობ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, შთამბეჭდავია უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილება, გააგრძელოს რეფორმები უწყევტი რუსული დაბომბვის მიუხედავად.
„დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ევროკომისია მოლაპარაკებების პირველი კლასტერის დაწყებას. უკრაინამ შეასრულა თავისი დავალება - ახლა ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ. გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















