Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 17:36 | 30.06.2025 ნანახია: 1307
„თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარეობს, ახალი ინოვაციური სივრცე მომხმარებელს უკვე ელის. სრულიად განსხვავებულ გარემოში კომპანიამ სერვისი, დიზაინი და ბრენდის ისტორია გააერთიანა. შედეგად მომხმარებელი არა მხოლოდ პროდუქტის შეძენას ან მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებს, არამედ სრულიად ახალ უნიკალურ გამოცდილებას შეიძენს.

სივრცე საბურავების უბანს მოარგეს, რომელიც ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარით არის აღჭურვილი. დიზაინერულად გააზრებული გარემო, სადაც მომხმარებელი, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, თავს ბრენდის ნაწილად გრძნობს, უკვე ოფიციალურად გახსნილია. პრეზენტაციას, ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად, 120 სტუმარი ესწრებოდა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „გვინდოდა მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება შეგვექმნა - შეგვეთავეზებინა უფრო მეტი ვიდრე სერვისი და პროდუქტია. ასე გაჩნდა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომას ცვლის და მულტიფუნქციურ შოურუმად გარდაიქმნება. პროექტის რეალიზაციაზე არქიტექტურულ სტუდია Material Editors-თან ერთად ვიმუშავეთ. ამ თანამშრომლობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ხედვა - ტრადიციული ავტოსერვისის გარდაქმნის შესახებ, აისახა არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სივრცობრივადაც“.

ახალი კონცეპტუალური ზონა ინტერაქციული ინსტალაციების თანხლებით გაიხსნა, რომელზეც ხელოვანმა გიორგი მოზგოვოიმ იმუშავა.

საბურავებისა და ზეთის კასრებისაგან შექმნილი ნამუშევრები კი ქართული ბრენდის, „თეგეტას“ სათქმელს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა, რომელიც Cutburo-მ შექმნა. მასვე ეკუთვნოდა მაგიდა მუსიკოსისთვის, სადაც dj Nicole უკრავდა.
ინოვაციური სივრცე თანამედროვე საექსპოზიციო გარემოს შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტური და ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინში ძირითადად გამოყენებულია მეტალისა და შუშის ფაქტურები, ნეიტრალური და თბილი განათებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს საგამოფენო ზონები, სადაც „თეგეტას“ პარტნიორი საავტომობილო ბრენდების პროდუქტები და აქსესუარებია წარმოდგენილი.

„მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა „თეგეტას“ ექსკლუზიურ მერჩზე, რომელიც ქართველი არტისტების მონაწილეობით სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შეიქმნა. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებასა და ავტომობილის მოყვარულთა კულტურას. მერჩის კოლექციაში შეხვდებით მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს, რომლებზეც გამოყენებულია სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციები და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უშუალოდ ამ სივრცეში, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი. ასევე, ამავე სივრცეში მალე დაიწყება „თეგეტას“ ახალი პროექტი, Podcast by Tegeta, რომელიც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე მოგვითხრობს. ის შინაარსობრივად შოურუმის კონცეფციის გაგრძელებაა“, - ამბობს თეონა კოხოძე.

Reimagine the Ride - ამ სლოგანით წარადგინა „თეგეტამ“ კონცეპტუალური სივრცე სტუმრების წინაშე და პირველმა შეცვალა ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი ბრენდის განვითარების ლოგიკური და სტრატეგიული გაგრძელებაა.

შიდა 7
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტა“ ნამდვილად პირველია საქართველოში, ვინც ავტოსერვისის გარემოს ასეთი კონცეფციით წარადგენს, სადაც ტექნიკური მომსახურება მხოლოდ პროცესის ნაწილი კი არა, მომხმარებლისთვის შექმნილი სრულფასოვანი გამოცდილებაა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია Porsche Experience Center, სადაც სერვისი არ სრულდება ლოგისტიკით — ბრენდი იწყებს მომხმარებელთან ახალ ურთიერთობას და ამყარებს მასთან ემოციურ კავშირს. ჩვენი მიზანია, სერვისის გარდა, მომხმარებელს დამატებითი ღირებულებები შევთავაზოთ: გარემო, სადაც კომფორტი, ინფორმაციულობა და ბრენდთან კავშირი თანაბრად მნიშვნელოვანია“.
„თეგეტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ავტომობილების მომსახურება, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნაა.

საბურავების თანამედროვე უბანი
საბურავების ახალი უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი. ბალანსირებისათვის მაღალი სიზუსტის აპარატი გამოიყენება, რომელიც საბურავის წონით დისბალანსს მაქსიმალური სიზუსტით ადგენს.
გარდა ამისა, დაშლა/აწყობის აპარატით ნებისმიერი პროფილის საბურავების სერვისია შესაძლებელი. სისტემის სპეციალური მექანიზმები დისკს დაზიანებისგან იცავს.
ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - გათვალისწინებულია ოპერატორის უსაფრთხოება და ფიზიკური დატვირთვის შემცირება, რაც მომსახურებას უფრო სწრაფსა და სტაბილურს ხდის.
---
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















