„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 13:35 | 11.07.2025 ნანახია: 1877
„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისი გულისხმობს ძრავის ზეთის, ასევე აკუმულატორის 20 წუთში, ხოლო საბურავის უპრეცედენტოდ მცირე დროში შეცვლას.
მომხმარებელმა სასურველი მომსახურების მისაღებად მარტივად, მხოლოდ ქოლცენტრში უნდა დარეკოს ნომერზე: 032 226 44 44.
ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ გამუდმებით ქმნის სტანდარტს, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ფლობას მაქსიმალურად გაუმარტივებს. სწორედ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ დავნერგეთ სერვისი, რომელიც სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეამცირებს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორისა და ზეთის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო საბურავისა - უპრეცედენტოდ მცირე დროში.
სასურველი პროდუქტისა და სერვისის შერჩევა დისტანციურად, მხოლოდ ერთი ზარით არის შესაძლებელი, სხვა ყველა დეტალს კი ქოლცენტრის ოპერატორი აგვარებს. სწორედ მომსახურების ამ განახლებულმა მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეზოგა მომხმარებლის დრო.
სიახლე თავდაპირველად უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში დავნერგეთ. მიდგომამ გაამართლა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომსახურების განახლებული სტანდარტი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში გაგვეხადა ხელმისაწვდომი“.

სწრაფი სერვისის მიღების პროცედურა მარტივია: ქოლცენტრში დარეკვის შემდეგ „თეგეტა მოტორსის“ ქოლცენტრის ოპერატორი მომხმარებელს დისტანციურად შეურჩევს საჭირო პროდუქტს, რომლის ღირებულების დაფარვა, ციფრული გადახდის სისტემით, ასევე დისტანციურად არის შესაძლებელი. ბოლოს კი მისთვის სასურველ დროს ჩაწერს შესაბამის სერვისცენტრში, სადაც სულ რაღაც 20 წუთში მიიღებს მომსახურებას.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით მზად არის, მიიღოს მომხმარებელი და ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლის სერვისი უპრეცედენტოდ მცირე დროში შეასრულოს.
„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალების სამუშაო საათებში. რაც შეეხება თბილისს, უნივერსიტეტის ქუჩის სერვისცენტრს, აქ მომსახურების მიღებას მომხმარებელი გახანგრძლივებული დროით - 21:00 საათამდე შეძლებს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















