უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:43 | 14.07.2025
ნანახია: 84

როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის განცხადებას შეეხებოდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის ელჩის განცხადება არის დეზინფორმაციით გაჯერებული.

 „როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედიაპლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის“ გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე