„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
საქართველო, თბილისი - 14:10 | 23.07.2025 ნანახია: 1324
Ichiban იაპონურად „ნომერ პირველს“ ნიშნავს - სწორედ ეს სიტყვა ასახავს ჯილდოს მთავარ არსს და ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ უფრო მეტს, ვიდრე სერვისია. Toyota Ichiban 2025-ის მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გახდა. ქართული კომპანია 2 500 დილერს შორის გამოარჩიეს და საუკეთესო 46-ეულს შორის დაიმკვიდრა ადგილი.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 24-26 ივნისს იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ე.წ. Motor Valley-ში გაიმართა – რეგიონში, რომელიც გამორჩეულია საავტომობილო მემკვიდრეობით. წლევანდელი ღონისძიება შთაგონებული იყო სარბოლო ტრასის სულისკვეთებით, სადაც წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.
Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა იოშიჰირო ნაკატამ ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, რომ „Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო სიღრმისეული ზრუნვით, თანმიმდევრულობითა და ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით დაიმსახურეს. ისინი გვახსენებენ, რომ მომხმარებლისთვის შესანიშნავი გამოცდილების შექმნა იწყება ერთი ადამიანით, ერთი ჩამორთმეული ხელით. მომავალი ევროპაში სწორედ ახლა იწერება და გამარჯვებული დილერები მისი თანაავტორები არიან – ისინი ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ, ხანგრძლივ ურთიერთობებს“.
მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი, მომსახურების სისწრაფე და უწყვეტი ინოვაციების დანერგვა - სწორედ ამ მიდგომამ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გუნდურმა ძალისხმევამ განაპირობა, რომ კომპანია არა მხოლოდ „ტოიოტას“ გლობალურ ქსელში წარმატებული დილერი, არამედ მასშტაბური ცვლილებების მაგალითი გამხდარიყო მთელი რეგიონისთვის.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გამარჯვება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება იმ კულტურას, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვასა და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ჯილდო არის არა მხოლოდ ჩვენი პროფესიონალი გუნდის შრომის აღიარება, არამედ ჩვენი მომხმარებლების ნდობის შედეგიც – სწორედ მათთან ურთიერთობის ხარისხმა განაპირობა ჩვენი წარმატება. Ichiban-ის მფლობელობა, აღიარებასთან ერთად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას - გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ „პირველი“.

Ichiban-ის ჯილდოს გარდა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პოზიცია ევროპულ ბიზნესსცენაზე წელს კიდევ ერთმა პრესტიჟულმა აღიარებამ გაამყარა – კომპანიამ Going Beyond-ის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა, კერძოდ, Brand & Communication-ის კატეგორიაში.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგულმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ინოვაციური ხედვის დამსახურებით. მათი მიზანი იყო ისეთი კამპანიების შექმნა, რომლებიც სცილდებოდა სტანდარტულ მარკეტინგულ ჩარჩოებს და მომხმარებელთან ემოციურ კავშირს ამყარებდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართულ აუდიტორიაზე – მათი ცხოვრების სტილზე, ღირებულებებსა და მოლოდინებზე, რომლებსაც იაპონური ფილოსოფიის ელემენტები ორგანულად შეერწყა.
ამ ორ კულტურას შორის დამაკავშირებელი ხაზი კარგად გამოჩნდა როგორც ციფრულ კამპანიებში, ისე სადილერო სივრცეში მომხმარებლისთვის შექმნილ გამოცდილებაში. ყოველი აქტივობა დეტალურად იყო მორგებული მომხმარებელზე, რაც ბრენდის მიმართ ნდობის გაღრმავებასა და ძლიერი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Going Beyond“ ჯილდოს მიღება ბრენდისა და კომუნიკაციის კატეგორიაში ჩვენთვის იყო ერთდროულად მოულოდნელი და ძალზე ამაღელვებელი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი კომუნიკაცია ეყრდნობოდა ერთ ძირითად იდეას – როგორ დავუკავშიროთ იაპონური და ქართული კულტურა „ტოიოტას“ ბრენდის კონტექსტს და როგორ ვაქციოთ ეს კავშირი იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტად. თითოეული კამპანია – იქნება ეს სერვისზე ორიენტირებული, გაყიდვების მხარდამჭერი თუ ბრენდის იმიჯზე კონცენტრირებული – ვითარდებოდა ერთი თანმიმდევრული ნარატივის ფარგლებში. სწორედ ამ გზავნილის გაზიარება გვინდოდა „ტოიოტას“ გლობალური ოჯახისათვის – რომ კულტურათა ინტეგრაცია შეიძლება იქცეს ბრენდის სიძლიერედ და იდენტობის ხერხემლად“.
Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპაში საუკეთესო დილერებს, რომლებიც ლიდერობენ მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ეს წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დადასტურებას და აჩვენებს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა კვლავ ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















