Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
საქართველო, თბილისი - 15:45 | 29.07.2025 ნანახია: 1242
Geely Center Tegeta-სთან პარტნიორობით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი განახლდა. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიას Geely-ს საავტომობილო ხაზის 11 ახალი ელექტრომობილი - Geely Geome გადაეცა, რაც თანამედროვე, ეკოლოგიური და ხარჯეფექტიანი სატრანსპორტო სერვისის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ფასი, ხარისხი და სანდოობა - ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა Geely Center Tegeta-ს ტენდერში გამარჯვება. კომპანიას ელექტრომობილები Geely Center Tegeta-ს შოურუმში გადაეცა.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Geely-ს ფასისა და მახასიათებლების იდეალური სინთეზი გამოარჩევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ოფიციალური გარანტია და წარმომადგენლობა, რომელიც ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მაღალი ხარისხის სერვისის მიღებას უზრუნველყოფს. ჩვენს კორპორაციულ პარტნიორებსა და არამარტო მათ, ვთავაზობთ გარანტიას, რომელიც მოიცავს ბატარეებზე - 8 წლიან, ავტომობილზე კი 5-წლიან მომსახურებას.
ასევე, მინდა აღვნიშნო Geely Center Tegeta-ს სერვისის მენეჯერების კვალიფიკაცია. ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სწავლებას ჩინეთში სისტემატურად გადიან. ეს პროცესი არის უწყვეტი და განსაკუთრებით პრიორიტეტული კომპანიისთვის“.
Geely Geome ახალი თაობის ელექტრომობილია, რომელიც Geely-ს მოდელებს შორის ეკონომიურობით გამოირჩევა და გაყიდვების მაჩვენებლით ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრის ლიდერია. ეს მოდელი სრული დამუხტვით 410 კილომეტრამდე სავალ მანძილს ფარავს. მნიშვნელოვანია ავტომობილის ხარჯეფექტიანობაც - სტატისტიკური მონაცემებით, 160 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ჰიბრიდთან შედარებით, 40 ათას ლარზე მეტი დანაზოგი აქვს.

თბილისის სატრანსპორტო ქსელის ამ კომფორტული, მოქნილი და ენერგოეფექტური მოდელებით აღჭურვა არა მხოლოდ საწვავის ხარჯების შემცირებას, არამედ გარემოზე და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვას ნიშნავს.
ლაშა გელაშვილი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი: „11 ერთეული ელექტრომობილის შესყიდვა მდგრადი მიზნების, ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადავწყვიტეთ. ჩვენ ვემსახურებით მგზავრებს და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველვყოფთ, მეტროს, ავტობუსისა და საბაგიროს გზით. ამ სერვისების მიწოდებისათვის კომპანიის თანამშრომლებს კომფორტული და ეფექტური გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა პროცესისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოცხადდა ტენდერი, სადაც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციით Geely Center Tegeta-მ გაიმარჯვა. ავტოპარკის ელექტრიფიცირება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.
Geely Center Tegeta საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ავტომობილებს, მათ შორის როგორც ელექტრო, ისე შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებს, ასევე გარანტიას, გაყიდვების შემდგომ სრულყოფილ მომსახურებასა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სერვისცენტრს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















