ვოლვო EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
საქართველო, თბილისი - 17:52 | 05.08.2025 ნანახია: 1165
ბათუმის ცენტრში „ვოლვო ქარ საქართველოს“ კრეატიული ინსტალაცია გამოჩნდა. კომპანიამ უახლესი მოდელი, Volvo EX30, მომხმარებელს ამჯერადაც საინტერესო ფორმით გააცნო და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საზღვაო თემატიკა გამოიყენა.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ ინსტალაციები, როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის იდენტობას, მეორე მხრივ კი კარგად ერგება გარემოსა და რეალობას. ამ შემთხვევაში, გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV განთავსდა, მედუზების ვიზუალებით გაფორმდა, რამაც „ვოლვო“ ბათუმთანაც დააკავშირა და წარმოაჩინა ამ ბრენდის ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - გამძლეობა, რომლის სიმბოლოც სწორედ მედუზაა.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ბათუმში ვოლვო EX30-ის წარდგენა ბათუმისთვის ავთენტიკურად და კრეატიულად წარიმართა. გვსურდა, უახლესი ინსტალაცია ზაფხულის სეზონისთვის წარგვედგინა. ჩვენი მიზანი იყო, გამჭვირვალე ყუთი მხოლოდ ვიზუალური სრულყოფილების გამო კი არ გაგვეფორმებინა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული შინაარსის მატარებელი. სწორედ ამიტომ ავიღეთ ზღვის თემატიკა და დიზაინში მედუზები შემოვიტანეთ, რისი საშუალებითაც ინსტალაცია ბათუმისთვის ავთენტიკური გავხადეთ. გარდა ამისა, გამოვხატეთ „ვოლვოს“ სათქმელიც - მედუზა გამძლეობასთან და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება. ინსტალაცია მოქალაქეებისთვის ძალიან მიმზიდველი და სანახაობრივი გამოვიდა, რასაც მის ირგვლივ ყოველდღიურად შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ადასტურებს“.
„ვოლვო EX30-ის“ ინსტალაციის განთავსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია გარემოზე ზრუნვა, რადგან ეს არის 100%-ით ეკომეგობრული, სრულად ელექტრული ავტომობილი, ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გზით ბრენდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე, გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა. მდგრადობა შვედური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და „ვოლვოს“ ელექტრომობილი ამას ძალიან კარგად ასახავს.

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია „ვოლვოს“ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. აქვს საკმაოდ მოცულობითი სალონი. წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით.
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით „ვოლვო EX30“ ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდული მოდელია. ელექტრომობილში ჩაშენებულია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ექცევა. აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას.

ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და შორ გზებზე გადაადგილებისას, განსაკუთრებით საკურორტო სეზონებზე, ძალიან მოსახერხებელია.
აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ მოდელზე მომხმარებელს სპეციალურ ფასს სთავაზობს - Volvo EX30 - EXT Range – Plus-ის შეძენა 38 500 ევროს ნაცვლად შესაძლებელია 29 900 ევროს ეკვივალენტით ლარში, Volvo EX30 - Twin Motor – Ultra-ს ფასი კი 39 500 ევროს ნაცვლად 31 500 ევროს ეკვივალენტია ლარში.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















