კრემლის მაღალჩინოსანმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულება შესთავაზა - New York TImes
საქართველო, თბილისი - 07:46 | 12.08.2025 ნანახია: 1092
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა, მას ახლახან შესთავაზა უკრაინაში ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს .
დმიტრი კოზაკი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს და რეგიონებს, თუმცა თანდათან კრემლში გავლენა დაკარგა და მისი უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, რომელიც უკრაინის მიმართ ხისტი პოზიციის მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული ოკუპირებული რეგიონების მართვაში.
New York TImes-ს კრემლიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ როდესაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა, კოზაკმა პირად საუბრებში თქვა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს საპირისპიროს ურჩევდა.
The New York Times-ის წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე კოზაკი პუტინს აფრთხილებდა მოსალოდნელ შედეგებზე, მათ შორის უკრაინის არმიისა და საზოგადოების სასტიკ წინააღმდეგობაზე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე კოზაკი უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ხოლო შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Reuters-ისა და ორი წყაროს ცნობით, პუტინმა უარი თქვა კოზაკის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე.
New York Times წერს, რომ ამ პოზიციის გამო, პუტინთან კოზაკის გავლენა მნიშვნელოვნად ჩამოიშალა. იგი მეტწილად აღარ ჩანს საჯაროდ, ხოლო აპარატის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ომს მიემხრო და მას შემდეგ რამდენჯერმე ესტუმრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, კრემლის გადაწყვეტილებებზე კოზაკის გავლენა შეზღუდულია, თუმცა ომის დასრულებისკენ მისი მოწოდებები აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით არიან ძალები, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















