მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას, როგორ შესრულდა პირობები, რა გაკეთდა, რა გაქვთ სთქმელი? - სალომე სამადაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:10 | 13.08.2025 ნანახია: 1094
მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელი მოთხოვნაა შესრულებული? საზაფხულო არდადგები მთავრდება, სექტემბრიდან ევროკავშირი გადავა მისი პირობების შესრულების პროცესის განხილვაზე და მაინტერესებს, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი? - ამის შესახებ "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაკარგვის უფლება არ უნდა მისცენ..
"ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე ხელშესახები სიკეთეა, რომლითაც 2017 წლიდან ვსარგებლობთ, და რომლის მოპოვებსაც 11 წლიანი სისტემატიური შრომა და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება დასჭირდა. საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო ჯერ გამარტივებული სავიზო რეჟიმის, შემდეგ კი, უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარება. მსოფლიოს 195 სახელმწიფოდან, მსგავსი პრივილეგია-ანუ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება აქვს მხოლოდ 60 ქვეყენის მოქალაქეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გარდა პრაქტიკული მოხერხებულობისა საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველომ, მიიღო რა უვიზო რეჟიმი შენგების ქვეყნებთან, ჩვენ გადავინაცვლეთ წარმატებულის სახელმწიფოების შემადგენლობაში, რომელსაც ეს პრივილეგია ეკუთვნის.
უვიზო მოგზაურობის შანსს, თან მოყვა ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დროებითი დასაქმების სქემები, სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ მარტივად გამგზავრება ევროპის ქვეყნებში.
დღეს, ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, რომ ეს მრვალწლიანი შრომით მოპოვებული შესაძლებლობა დავკარგოთ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე შეიზღუდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს გაუუქმა უვიზოდ ევროკავშირსი მოგზაურობის უფლება. მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი პირველად სწორედ დიპლომატიური პასპორტებისთვის იქნა შემოღებული.
საზოგადეობას უნდა შევახსენოთ, რომ 31 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც ევროკომისიამ მისცა საქართველოს არალეგიტიმურ მმართველ რეჟიმს, კონკრეტული 8 პუნქტიანი პირობების შესასრულებლად.
ქვეყანაში სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოს ყველა მოქალაქის თავისუფალი ასოციაცისის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების დაცვა, პირადი სივრცის უფლების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციისთან დაცვა.
ე.წ. გამჭვირვალეობის, რუსული კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს სწორედ ამ უფლებებს და ასევე ყველა იმ კანონის გაუქმება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების დასაცავად.
ანტი-კორუფციული ბიუროს რეფორმა და მისი საქმიანობის შესახებ კანონმდებლობლობის შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის დასკვნებთან.
ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიაინი სტრატეგიის შემუშავება და კორუფციასთან სისტემური ბრძოლა.
პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.
მესამე ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შესაბამისობაშ მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთა.
დღეს, 12 აგვისტოს, მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომლის ე.წ. მინისტრთან კაბინეტმა გუშინ რაღაც მოგონილ ‘ევროკავშირთან ურთიერთობების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა და მორიგ ჯერზე სიცრუის მანქანის მეშვეობით ხალხის მოტყუებას ცდილობს, რომ თითქოს ცდილობს შეასრულოს ასოცირების შეთანხმების პირობები, მეორეს მხრივ საკუთარ დუგინის ჩინური ვერსიის მსგავსი პროპაგანდისტის შათირიშვილის ეპისტოლეებით, ატყუებს, რომ ევროპა თურმე აღარ წარმოადგენს არაფერს ღირებულს-მინდა ვკითხო, რომელი მოთხოვნაა აქედან შესრულებული და რომელით მოთხოვნის შესრულებას გეგმავთ? საზაფხულო არდადგები მთავრდება, სექტემბრიდან ევროკავშირი გადავა მისი პირობების შესრულების პროცესის განხილვაზე და მაინტერესებს, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?
ანტიკორუფციული ბიურო ისევ პოლიტიკური დევნის ინსტურმენტია, არც ერთი რუსული კანონის გაუქმება არ იგეგმება, სასამართლო კლანი კონვეირული რეჟიმით უშვებს ხალხს ციხეში აქციებში მონაწილეობისთვის, შსს სამინისტრო კი ასევე კონვეირული წესით ბეჭდავს ჯარიმებს აქციებში მონაწილეობისთვის. მაინტერესებს რომელი მოთხოვნის შესრულებას გეგმავს ეს რეჟიმი და ეს უნდა აინტერესებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არ უნდა, რომ რამდენიმე თვეში გააგდონ იმ პრივილეგირებული ქვეყნების პასპორტების მფლობელების სიიდან, ვისაც უვიზოდ შეუძლია ევროპაში მოგზაურობა. ვისაც არ უნდა, რომ რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მსგავსად, ოცენბად გაუხდეს ვროპაში სამოგზაურო, სასწავლებელი, სამკურნალო თუ სამუშაო ვიზის აღება.
ვისაც არ უნდა, რომ მორიგ ჯერზე უთხრან, რომ წარმოადგენს წარუმატებელ, შეუმდგარ ქვეყანას, რომლის მოქალაქესაც უვიზოდ ცივილიზებულ ქვეყნებში არავინ უშვებს.
უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის კიდევ ერთი დაკნინება, რომელზეც სრულად იქნება პასუხმსგებელი ივანიშვილი და მისი არალეგიტიმური რეჟიმი. ამიტომ ამ რეჟიმს დროულად უნდა მოვთხოვოთ. პასუხი, რას აკეთებენ დღეს, რომ ხვალ ეს სავალალო შედეგი არ დაგვიდგეს"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















